სენდვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენდვიჩი

სენდვიჩი (ინგლ. sandwich) შედგება ორი ან მეტი პურის ან ფუნთუშის ნაჭრისგან და ერთი ან რამდენიმე ფენა ხორცისა და სხვა სახის შიგთავსისგან.

ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთის დიდ ქალაქებში სენდვიჩი კვების კულტურის ნაწილი გახდა. ლონდონში არსებობს რამდენიმე მსხვილი კომპანია (EAT, Benjys, Pret-a-manger), რომელიც სენდვიჩებით ვაჭრობს.

განსხვავება ბუტერბროდისგან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენდვიჩის ფრანგულ ვარიანტს კროკი (Croque) ეწოდება. გერმანული ბუტერბროდი სენდვიჩისგან განსხვავდება იმით, რომ იგი ფასტფუდის საკვებს არ წარმოადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონ მონტეგიუ, სენდვიჩის მე–4 გრაფი (1718—1792), ლონდონელი მინისტრი და მოთამაშე, მისდაუნებურად ამ ახალი ტიპის საკვების გამომგონებლი შეიქმნა. ლეგენდის მიხედვით, 1762 წელს კრიბეჯის თამაშისას, რამდენიმე საათს გრძელდებოდა, მან ვერ გამონახა დრო საკვების მისაღებად. ჯონ მონტეგიუმ სთხოვა მსახურს, მიეწოდებინა მისთვის საჭმელი ორი პურის ნაჭერს შორის. გრაფის მეგობრებს მოეწონათ კვების ასეთი მეთოდი, რომელიც ხელს არ შეუშლიდათ თამაშში და მათაც მოითხოვეს პური „სენდვიჩულად“.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: