სევილია ატლეტიკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სევილია ატლეტიკო
სრული სახელი Sevilla Atlético Club
დაარსდა 1958; 66 წლის წინ (1958)
სტადიონი ხოსე რამონ სისნეროს პალასიოსი
სევილია, ანდალუსია
(ტევადობა: 6,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსე კასტრო რამონა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა დიეგო მარტინესი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-3 ადგილი სეგუნდა ბ-ში (ჯგუფი 4) (აღზევდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

„სევილია ატლეტიკო“ (ესპ. Sevilla Atlético Club) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1909 წელს, ანდალუსიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ სევილიაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ხოსე რამონ სისნეროს პალასიოსზე, რომელიც 6 000 მაყურებელს იტევს.

კლუბი თამაშობს, როგორც „სევილიის“ სარეზერვო გუნდი. პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში „სევილია ატლეტიკოს“ მონაწილეობა არასდროს მიუღია. სეგუნდა დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 2007-08 წლების სეზონში, როდესაც მე-9 ადგილი დაიკავა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1958 წელს. მალევე დაიწყო ასპარეზობა ტერსერა დივიზიონში, 1961 და 1962 წლებში შეძლო ამ ჩემპიონატის მოგება, ხოლო 1962-63 წლების სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა. რეგიონალურ ლიგაში გატარებული 3 წლის შემდეგ, ადრეულ 1970-იან წლებში, კლუბი დაბრუნდა მესამე დივიზიონში 1976 წელს.

1977 წელს, შეიქმნა ახალი მესამე დივიზიონი - სეგუნდა დივიზიონი ბ, კლუბმა დიდი დრო გაატარა ამ და დონით მე-4 ჩემპიონატში. 1998-99 წლების სეზონის მე-2 ადგილის დასრულების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო აღსაზევებელ პლეი-ოფში, სადაც დამარცხდა. მანამდე, 1991 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და დაერქვა „სევილია ბ“. 2000-იანი წლების დასაწყისში კლუბმა ზედიზედ 3 სეზონში გავიდა მოწინავეთა შორის ცხრილში, მაგრამ პლეი-ოფში დამარცხდა. საბოლოოდ, 2006-07 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც დაიაკავა 1-ლი ადგილი, 2 მატჩის ჯამში დაამარცხა „ბურგოსი“, ანგარიშით 1-0 და 40 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა სეგუნდა დივიზიონში. 2006 წელს კლუბს ისევ ძველი სახელი, „სევილია ატლეტიკო“ დაერქვა.

სეგუნდა დივიზიონში გატარებული 2 წლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი მანუელ ხიმენესი ძირითადი გუნდის, „სევილიის“ მწვრთნელი გახდა, რასაც „სევილია ატლეტიკოს“ მესამე დივიზიონში დაქვეითება მოყვა.

კლუბმა 2015-16 წლების სეზონში, მესამე დივიზიონის ჯგუფ 4-ში დაიკავა მე-3 ადგილი და აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „ლიეიდა“, პენალტების სერიაში ანგარიშით 5-4 და 7 წლიანი პაუზის შემდეგ აღზევდა მეორე დივიზიონში.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1958-1960 — „დეპორტივო პუერტო“
  • 1960-1991 — „სევილია ატლეტიკო“
  • 1991-2006 — „სევილია ბ“
  • 2006- — „სევილია ატლეტიკო“

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ხუან სორიანო
2 მცველი ესპანეთი ესპანეთი დავიდ კარმონა
3 მცველი ესპანეთი ესპანეთი ხოსე მატოსი
4 მცველი ესპანეთი ესპანეთი დიეგო გონსალესი
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი ბერნარდო
6 მცველი ურუგვაი ურუგვაი კრისტიან გონსალესი
7 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ხუან ხესუს რუისი
8 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ანტონიო კოტანი (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი კარლოს ფერნანდესი
10 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ბორხა ლასო
11 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ივან ლოპეს ალვარესი
12 ნახევარმცველი კამერუნი კამერუნი იან ბრაისი
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ხოსე ანტონიო დიასი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ფედე სან ემეტერიო
15 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალექს მუნიოსი
16 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი კურიო
17 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ხოსე ანხელ კარილიო
18 მცველი ესპანეთი ესპანეთი ბორხა სან ემეტერიო
19 ნახევარმცველი ურუგვაი ურუგვაი ანდრეს სკეტინო
20 თავდამსხმელი კოლუმბია კოლუმბია ხორხე კარასკალი
21 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბილალ ბუტობა
22 ნახევარმცველი უკრაინა უკრაინა მარიან შვედი
23 ნახევარმცველი საქართველო საქართველო გიორგი აბურჯანია
24 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი მარკ ხუალი
25 მეკარე კამერუნი კამერუნი ფაბრის ონდოა
27 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი ალექს პოსო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]