სასტვენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სასტვენა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მიხაკისებრნი
გვარი:  სასტვენა
ლათინური სახელი
Melandrium

სასტვენა (ლათ. Melandrium) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი მიხაკისებრთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. მოპირისპირე ფოთლები და ორსქესიანი ან ერთსქესიანი ყვავილები აქვთ.

გვარში 100-მდე სახეობაა, რომლებიც ორივე ნახევარსფეროშია გავრცელებული. ამათგან, საქართველოში 6 სახეობაა ცნობილი. იზრდება ნახევრად უდაბნოებისა და ტყის სარტყელში მშრალ, ღორღიან ფერდობებზე, ტყისპირებზე, ტყეებში, დასარეველიანებულ ადგილებში, ნათესებში. ზოგიერთ სახეობას დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]