სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916
Campeonato Sudamericano de Selecciones 1916
ტურნირის დეტალები
ადგილი არგენტინის დროშა არგენტინა
      ქალაქები 2
      სტადიონები 2
ტურნირის ვადები 2 ივლისი17 ივლისი, 1916
მონაწილე 4
საპრიზო ადგილები
ჩემპიონი ურუგვაის დროშა ურუგვაი
მეორე ადგილი არგენტინის დროშა არგენტინა
მესამე ადგილი ბრაზილიის დროშა ბრაზილია
მეოთხე ადგილი ჩილეს დროშა ჩილე
ტურნირის სტატისტიკა
მატჩები 6
გოლები 18  (3 თამაშში)
ბომბარდირ(ებ)ი ურუგვაის დროშა ისაბელინო გრადინი  (3 გოლი)

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი 1916 (ესპ. Campeonato Sudamericano de Selecciones 1916) — ამერიკის საფეხბურთო თასის პირველი გათამაშება. ჩატარდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში (ბოლო მატჩის გარდა) 1916 წლის 2-19 ივლისს. ტურნირის გამარჯვებული გახდა ურგვაის ეროვნული ნაკრები[1].

მონაწილეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურნირი შედგებოდა ჯგუფური ეტაპისგან. ჯგუფში 4 გუნდი იყო, რომლებსაც ერთმანეთთან თითო მატჩი უნდა ეთამაშათ. გამარჯვებისთვის გუნდი იღებდა 2 ქულას, ფრისთვის -1, ხოლო წაგებისთვის-არცერთს. ჩემპიონატი მეტად თავისებური სათამაშო გრაფიკით ჩატარდა. თავდაპირველად თავისი სამი მატჩი ჩილემ ითამაშა, შემდეგ კი ურუგვაის და არგენტინის ნაკრებებს ბრაზილია შეერკინა. საბოლოო ჯამში, ტურნირის უკანასკნელმა მატჩმა არგენტინისა და ურგვაის შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა, რადგან სწორედ ეს გუნდები იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გამარჯვებულის თასით დაჯილდოების საპატიო ცერემონიალი არ გაითვალისწინეს, რის გამოც კონტინენტის უპირველესი საფეხბურთო სანაკრებო შეჯიბრების გამარჯვებული ნაკრებისთვის გადასაცემი თასი მხოლოდ მომდევნო ტურნირის სტარტის წინ დაამზადეს.

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2 ივლისი, 1916 (1916-07-02)
ურუგვაი ურუგვაის დროშა 4 – 0 ჩილეს დროშა ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 10 000
მსაჯი: ჰუგო გრონდა (არგენტინა)
პიენდიბენე გოლი 44',გოლი 75'
გრადინი გოლი 55',გოლი 70'
6 ივლისი, 1916 (1916-07-06)
არგენტინა არგენტინის დროშა 6 – 1 ჩილეს დროშა ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 15 000
მსაჯი: სიდნეი პალენი (ბრაზილია,ინგლისი)
ოაკო გოლი 2',გოლი 75'
ბრაუნი გოლი 60' (პენ.),გოლი 62' (პენ.)
მარკოვეკიო გოლი 67',გოლი 81'
8 ივლისი, 1916 (1916-07-08)
ბრაზილია ბრაზილიის დროშა 1 - 1 ჩილეს დროშა ჩილე ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 15 000
მსაჯი: ლეონ პეიროუ (ურუგვაი)
დომესტენესი გოლი 29' სალასარი გოლი 85'
10 ივლისი, 1916 (1916-07-10)
არგენტინა არგენტინის დროშა 1 - 1 ბრაზილიის დროშა ბრაზილია ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)
ლაგუნა გოლი 10' ალენკარი გოლი 23'
12 ივლისი, 1916 (1916-07-12)
ურუგვაი ურუგვაის დროშა 2 – 1 ბრაზილიის დროშა ბრაზილია ბუენოს-აირესი
მაყურებელი: 20 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)
გრადინი გოლი 58',ტონიოლა გოლი 77' ფრიდენრაიხი გოლი 8'
17 ივლისი, 1916 (1916-07-17)
არგენტინა არგენტინის დროშა 0 – 0 ურუგვაის დროშა ურუგვაი აველიანედა
მაყურებელი: 30 000
მსაჯი: კარლოს ფანტა (ჩილე)

სატურნირო ცხრილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი გატ გაშ სხვ
ურუგვაის დროშა ურუგვაი (ჩემპიონი) 3 2 1 0 6 1 +5 5
არგენტინის დროშა არგენტინა 3 1 2 0 7 2 +5 4
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3 0 2 1 3 4 −1 2
ჩილეს დროშა ჩილე 3 0 1 2 2 11 −9 1

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]