სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამება (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
სამება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ამაღლება
კოორდინატები 42°02′04″ ჩ. გ. 42°10′22″ ა. გ. / 42.03444° ჩ. გ. 42.17278° ა. გ. / 42.03444; 42.17278
ცენტრის სიმაღლე 220
მოსახლეობა 475[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
სამება (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სამებასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების თემში (სოფლები: ამაღლება, სამება). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მის მარჯვნივ, გურიის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 220 მ., ჩოხატაურიდან 8 კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფლის უმაღლესი წერტილია მთა სამება (522 მ). სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სასაფლაოზე იდგა სამების სახელობის ეკლესია, რომელიც წყაროებში 1871 წლიდან იხსენიება.[3] ტაძარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. სასაფლაოზე დაკრძალულია იუნკერი მაკარ ბურჭულაძე. მის საფლავზე აღმართულია მემორიალური დაფა და ობელისკი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა წვრილი საკედლე ბლოკების საამქრო, სკოლა, საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი, საავადმყოფო. ძველი ტაძრის ადგილზე აგებულია ახალი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია.[4]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 475 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[5] 675
1911[6] 1144
2002[7] 536 260 276
2014 475 232 243

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა მწერალი და დრამატურგი სულიკო ჟღენტი. წარმოშობით სამებიდანაა საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]