სალარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალარი
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 1050
მმართ. დასასრული: 1063
წინამორბედი: ალი III
მემკვიდრე: ფარიბურზ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 20 თებერვალი, 1063
გარდ. ადგილი: შემახა
შვილები: ფარიბურზ I;
გუზდაჰამი
დინასტია: ქესრანიდები
მამა: იაზიდ II
რელიგია: ისლამი

სალარი, აგრეთვე ცნობილი როგორც სალარ იბნ იაზიდი (დ. ? — გ. 20 თებერვალი, 1063) — შირვანის მე-15 შაჰი 1050–1063 წლებში, ქესრანიდების დინასტიიდან.

სალარი იაზიდ II-ის ერთ-ერთი შვილი და ალი III-ის ბიძა იყო. 1049 წელს, იგი ალის წინააღმდეგ აჯანყდა. 1050 წელს, სალარმა მისი მმართველობა დაამხო და დააპატიმრა, გაქცევის შემდეგ კი — სიკვდილით დასაჯა. 1053 წელს, შირვანშაჰმა მალუს ციხესიმაგრე აიღო და იქ საკუთარი გარნიზონი ჩააყენა[1]. გარდაიცვალა 1063 წლის 20 თებერვალს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — ფარიბურზ I გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Minorsky 1958, p. 34.
სალარი
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 1063
წინამორბედი:
ალი III
შირვანშაჰი
1050-1063
შემდეგი:
ფარიბურზ I