სალაკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სალაკა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Clupea harengus membras

სალაკა, ბალტიის ქაშაყი (ლათ. Clupea harengus membras) — ატლანტური ქაშაყის ქვესახეობა. მისი სხეულის სიგრძე 20 სმ, მასა 25-50 გ აღწევს. პელაგური თევზია, დაცურავს ქარავნებად, იკვებება კიბოსნაირებით, არსებობს სალაკის გაზაფხულისა და შემოდგომის რასები. პირველი მრავლდება გაზაფხულზე, მეორე — შემოდგომაზე. დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს. მისგან ამზადებენ კონსერვებს, იყენებენ აგრეთვე ნედლს, შებოლილს და დამარილებულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]