საკონსტიტუციო სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო არის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, რომლის მთავარი ფუნქცია არის კანონთა კონსტიტუციურობის შემოწმება და თუ ის დარწმუნდება, რომ რომელიმე კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას ძალადაკარგულად ცნობს მას, თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. 1919 წელს ავსტრიაში დაარსდა მსოფლიოში პირველი საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც დამოუკიდებელი საკონსტიტუციო კონტროლის ორგანო. ჩეხოსლოვაკიის 1920 წელის კონსტიტუციის ძალაში შესვლასთან ერთად ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც საქმიანობა 1921 წელს დაიწყო. ზოგიერთ ქვეყანას ცალკე არსებული საკონსტიტუციო სასამართლო არ აქვს, მაგრამ მის ფუნქცეიებს საერთო სასამართლოები ითავსებენ. მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ საქმეში (Marbury v Madison) მსოფლიოში პირველად ცნო არაკონსტიტუციურად კანონი და დაადგინა, რომ მას ჰქონდა სხვა კანონების არაკონსტიტუცურად ცნობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.