საკანონმდებლო იუანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საკანონმდებლო იუანის გერბი

საკანონმდებლო იუანიტაივანის (ჩინეთის რესპუბლიკა) ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო. მისი საქმიანობა ეფუძნება სუნ იატსენის მიერ შემუშავებულ სამ სახალხო პრინციპს. საკანონმდებლო იუანი შედგება 113 წევრისაგან, რომელთაც ირჩევენ 4 წლის ვადით.

ჩინეთის რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1947 წლის 25 დეკემბერს, ხოლო საკანონმდებლო იუანის პირველი სხდომა გაიმართა იმჟამინდელ დედაქალაქ ნანკინში. დეპუტატების რაოდენობა 760-ს შეადგენდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]