სავოევოდო (პოლონეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლონეთის რუკა

სავოევოდო (პოლ. województwo — ვოევუძტვო) — პოლონეთის ადმინისტრაციული ერთეული. სავოევოდოს მმართველი (ანუ გებრნატორი) — სავოევოდოს მარშალი. ვოევოდა — სავოევოდოში მინისტრთა საბჭოს წარმომადგენელია.

სავოევოდოს თვითმართველობა თვითონ ირჩევს და განსაზღვრავს რეგიონის პოლიტიკას, მეურნეობის განვითარებას, ატარებს მცირე საგანმანათლებლო რეფორმებს და ა.შ.

სავოევოდოების რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავოპევოდოების რაოდენობა ყოველთვის იცვლებოდა.

1582-1768 წლებში სავოევოდოების გარდა პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა ერთი სამთავრო და ერთი ავტონომიური საეპისკოპოსო. 1582-1717 წლებში იყო აგრეთვე ერთი მიწა. რუსეთის შემადგენლობაში დროსაც კი პოლონეთი იყოფოდა სავოევოდოებით. 1830 წელს მომხდარი აჯანყების შემდეგ ქვეყანა გუბერნიებად დაიყო, ხოლო უკვე პირველი დამოუკიდებლობისას (1918 წ.) პოლონეთი კვლავ სავოევოდეობად დაიყო. 1944—1946 წლებში განთავისუფლებული პოლონეთი იყოფოდა 11 ერთეულად, ხოლო შემდგომ მათი რიცხვი გაიზარდა:

1999 წლის 1 სექტემბრიდა პოლონეთში ჩატარებული რეფორმის შედეგან სახელმწიფო დაიყო 16 სავოევოდოდ.