სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი
სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი
ხორვატიის კომუნისტთა კავშირის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1969 – 1971
წინამორბედივლადიმირ ბაკარიჩი
მემკვიდრემილკა პლანინცი

ხორვატიის აღმასრულებელი ვეჩეს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1967 – 1969
წინამორბედიმიკა შპილიაკი
მემკვიდრედრაგუტინ ხარამია

დაბადებული6 დეკემბერი, 1923
კორჩულა, იუგოსლაიის სამეფო
გარდაცვლილი6 აგვისტო, 2009 (85 წლის)
ზაგრები, ხორვატია
პოლიტიკური პარტიახორვატიის კომუნისტთა კავშირი, ხორვატიის სახალხო პარტია
განათლებაზაგრების უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი

სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი (დ. 6 დეკემბერი, 1923, კორჩულა, იუგოსლავიის სამეფო — გ. 6 აგვისტო, 2009, ზაგრები, ხორვატია) — ხორვატი პოლიტიკური მოღვაწე, ხორვატიის აღმასრულებელი ვეჩეს თავმჯდომარე (პრემიერ-მინისტრი) 1967-1969 წლებში, ხორვატიის კომუნისტთა კავშირის პირველი მდივანი 1969-1971 წლებში. პირველი ევროპელი ქალბატონი, რომელმაც დაიკავა ფედერაციული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაბჩევიჩ-კუჩარი ხორვატიის რესპუბლიკის პოლიტიკაში მივიდა XX საუკუნის 60-იან წლებში, როგორც ხორვატიის კომუნისტთა კავშირის რეფორმისტული ფრთის წარმომადგენელი.

1941 წელს დაასრულა სპლიტის ქალთა რეალური გიმნაზია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არ შეუწყვეტია სწავლა, მუდმივდ ემალებოდა იტალიელ ფაშისტებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ძმა ტყვედ ჩაუვარდა იტალიელებს, 1943 წელს გაწევრიანდა პარტიზანთა რიგებში. ომამდე მცირე ხნით ადრე დაასრულა უმაღლესი ეკონომიკური სკოლა, სწავლა კი გააგრძელა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ორი წელი. სსრკ-იუგოსლავიის ურთიერთობების გაცივების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და 1949 წელს დაასრულა ზაგრების უნივერსიტეტი.

1967-1969 წლებში ხორვატიის აღმასრულებელი ვეჩეს თავმჯდომარეა ანუ პრემიერ-მინისტრია. აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ იგი აღმოჩნდა ორი მოვლენის ზღვარზე. ერთი მხრივ იგი მღელვარე სტუდენტების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის დემოკრატიულ ცვლილებებს, მეორე მხრივ იდგა იუგოსლავიის სახალხო არმიის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების ეშინოდა. აღნიშნული მოვლენები ისტორიაში შევიდა ხორვატიის გაზაფხულის სახელწოდებით.

1969-1971 წლებში ხორვატიის კომუნისტთა კავშირის პირველი მდივანია. 1971 წელს იოსიპ ბროზ ტიტომ გააკრიტიკა და იძულებული გახდა წასულიყო ცენტრალური კომიტეტიდან და ხორვატიის პოლიტიკური ცხოვრებიდან.

ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდა ქვეყანაში მრავალპარტიული მმართველობის სისტემის დამყარების შემდეგ. 1990 წელს მიკო ტრიპალოსთან ერთად შექმნა ხორვატიის სახალხო პარტია, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალა გახდა ქვეყანაში.

1995 წელს წარუმატებელი არჩევნების შემდეგ სავკა დაბჩევიჩ-კუჩარი გადადგა სახალხო პარტიის თავჯდომარის თანამდებობიდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]