საგურამო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
საგურამო

ილიაობა საგურამოში, 1896 წლის 20 ივლისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მცხეთის მუნიციპალიტეტი
თემი საგურამო
კოორდინატები 41°54′02″ ჩ. გ. 44°45′31″ ა. გ. / 41.90056° ჩ. გ. 44.75861° ა. გ. / 41.90056; 44.75861
ცენტრის სიმაღლე 550
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1921[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,9 %
ოსები 0,4 %
რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საგურამო — საქართველო
საგურამო
საგურამო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
საგურამო
საგურამო — მცხეთის მუნიციპალიტეტი
საგურამო

საგურამო — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საგურამო, ახალსოფელი, შანკევანი, წიწამური, არაშენდა).[1] მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 550 მ, მცხეთიდან 10 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი საგურამო ისტორიული ძეგლია, მისი ტერიტორია შედიოდა ისტორიულ ხერკში, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით საგურამოსთან ერთად თეზმის ხევსაც მოიცავდა. ხერკის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარების შესაძლებლობას ქმნიდა. VIII-IX საუკუნეებში ხერკი კახეთის სამთავროში შედიოდა. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთის შემოერთების შემდეგ მასზე კონტროლს საქართველოს სამეფო კარი ახორციელებდა საკუთარი მოხელის საშუალებით. ამავე დროს ხერკის ყმა-მამულის ნაწილი სვეტიცხოველისა და შიომღვიმის მონასტრებს ებოძათ. თამარ მეფის დროს ხერკი კვლავ სამეფო სახლის საკუთრებაა და „ჟინოვანის ქვეყანაში“ შედის, რომელსაც მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი ჭიაბერი ფლობს, ნაწილს სამკვიდროდ, ნაწილს სამოხელეოდ. XV საუკუნიდან ხერკი კახეთის სამეფოს შემადგენლობაში, კერძოდ, კახეთის III, რუსთველის ეპისკოპოსის სარდლობის ქვეშ მყოფ სადროშოში შედის. კახეთის მეფემ ალექსანდრე I-მა ხერკის ნაწილი გუარამ ზედგინიძესა და მის ძმებს უწყალობა. ამის შემდეგ ეწოდა მას საგურამო.

XVI საუკუნის ბოლოს შეიქმნა გურამიშვილების სათავადო, რომლის ცენტრი სოფელი საგურამო გახდა.

1705 წელს საგურამოში დაიბადა დავით გურამიშვილი.

1719 წელს საგურამოში მოხდა ვახტანგ VI და კახეთის მეფე დავით II-ის მოლაპარაკება ლეკთა თარეშის წინააღმდეგ, ერთობლივი მოქმედების თაობაზე. 1750 წელს მეფე ერეკლე II-მ საგურამოსთან სასტიკად დაამარცხა ჭარ-დაღესტნელები.

1905 წლის 20 მარტს სოფლის ცენტრში გაიმართა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 სოფლის 2000-მდე გლეხმა. შეკრებილებმა მოითხოვეს: გლეხთა დროებითვალდებულებისა და ხიზნობის გაუქმება; გლეხებისათვის ნადელების უსასყიდლოდ სრულ საკუთრებაში გადაცემა და ეგრეთ წოდებულ „ჩამონაჭრების“ დაბრუნება; სახაზინო და საეკლესიო გლეხების საკუთრებაში გადაცემა იმ სახაზინო და საეკლესიო მამულებისა, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ; გლეხებისათვის გამოსასყიდი ფულის დაბრუნება და ამ ფულით საავადმყოფოების, სკოლების, გზების აშენება; ყოველგვარი ბეგარის, საეკლესიო გადასახადის და არაყზე, საპონზე, ნავთსა და სხვა პროდუქტებზე ბაჟის გაუქმება; სახელმწიფო ტყეებისა და სახნავის გლეხებისათვის გადაცემა; წოდებების გაუქმება და ერობის დაწესება, რომლის წინამძღოლსაც ხალხი აირჩევდა; ჯარის გაუქმება და მილიციისდაწესება; სავალდებულო პირველდაწყებითი სწავლების შემოღება და სხვა. მთავრობამ გლეხთა მოთხოვნებს რეპრესიებით უპასუხა.

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მებოსტნეობის მეურნეობა.

მოსახლეობის რაოდენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1921 ადამიანი.[1]

წელი მოსახლეობა
1989 1400
2002 1600[2]
2014 1921

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე არსებული ღირსშესანიშნაობებია:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.