საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი
IATA-ს კოდი: SAWICAO-ს კოდი: LTFJ
SAW — თურქეთი
SAW
SAW
აეროპორტის მდებარეობა თურქეთში
ინფორმაცია
ტიპი სამოქალაქო
მფლობელი/ოპერატორი Malaysia Airports
ემსახურება სტამბოლი
ადგილმდებარეობა პენდიკი, სტამბოლი
ჰაბი
აშენდა 2001
ვებ-გვერდი www.sabihagokcen.aero
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
06/24 3 000 ბეტონი
სტატისტიკა (2014)
მგზავრი 23 508 141

საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი (თურქ. İstanbul Sabiha Gökçen Havalimanı) — საერთაშორისო აეროპორტი თურქეთში, მდებარეობს სტამბოლში, ქალაქის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 35 კილომეტრში, ქალაქის აზიურ ნაწილში. სახელი ეწოდა თურქეთის ისტორიაში პირველი სამხედრო-მფრინავი ქალის საბიჰა გიოქჩენის პატივსაცემად.

2014 წლისათვის აეროპორტი მოემსახურა 23,5 მლნ ადამიანს, ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მე-18 ადგილზეა ევროპაში. აეროპორტი ააგეს ათათურქის აეროპორტის განტვირთვის მიზნით. აეროპორტიდან დაფრინავენ Pegasus Airlines-ის, Turkish Airlines-ის და Borajet-ის ავიაკომპანიის თვითმფრინავები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]