საბერძნეთის არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბერძნეთის არმია
სამხედრო შემადგენლობა
დაარსება 1821 წელს დე ფაქტო , 1828 წელს დე იურე
ქვეყანა საბერძნეთი
ტიპი სახმელეთო ჯარი
როლი ეროვნული უსაფრთხოება
აქტიური შემადგენლობა 90 000
მეთაურები
შემადგენლობის უფროსი გენერალი ფრანგოულის ფრანგოსი
ინსპექტორი გენერალი სტილიანოს ნასისი
სიმბოლოები
საბრძოლო დროშა

საბერძნეთის არმია (ბერძ. Ελληνικός Στρατός, ელლინიკოს სტრატოს) — 1828 წელს ჩამოყალიბებული საბერძნეთის სახმელეთო ჯარები.

საბერძნეთის ჯარის დევიზია Ἐλεύθερον τὸ Εὔψυχον (ელეუთერონ ტო ეუპსიხონ), „თავისუფლება იზრდება გმირობიდან“, თუკიდიდეს პელოპონესის ომების ისტორიადან (2.43.4). საბერძნეთის არმიის ემბლემა არის ორთავიანი არწივი ბერძნული ჯვრიანი ფარით ცენტრში. ემბლემა სიმბოლურად ასახავს კავშირს თანამედროვე საბერძნეთს, ელადის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ბიზანტიის იმპერიას შორის.

მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის არმიის მთავარი მისიაა ქვეყნის დამოუკიდებლობის და მთლიანობის დაცვა.[1]

მშვიდობიანობს დროს არმია აქვს შემდეგი ძირითადი მიზნები:

  • მუდმივ საბრძოლო მზადყოფნა, შესაძლო საშიშროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისათვის.
  • საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცებაში მონაწილეობა.
  • საგანგებო სიტუაციებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების დახმარება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული ქვეითი ჯარი, ბიზანის ბრძოლის დროს, ბალკანეთის პირველი ომი, 1913.

ბერძნული არმია ქვეყნის ჩამოყალიბებიდან მცირე ხანში 1828 წელს შეიქმნა. დამოუკიდებელი საბერძნეთის პირველი მეთაურის იოანის კაპოდისტრიასის ბრძანების საფუძველზე შექმნილი რვა ტაქტიკური პოლკიდან პირველი 1828 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა.[2] ამ ახალ არმიას უნდა ჩაენაცვლებინა არსებული არარეგულარული შეიარაღებული დაჯგუფებები (καπεταναίοι - კაპეტანეი), რომლებიც 1821 წლიდან საბერძნეთის რევოლუციის დროს ოტომანთა იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ახალი ფორმირებები პირველად ტროიძენში საფრანგეთის არმიის მოდელის მიხედვით ჩამოყალიბდა. პირველ ხელმძღვანელად დაინიშნა ფრანგი გენერალი ჩარლზ ნიკოლას ფავიერი. ასევე კაპოდისტრიასის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ქვეითი ჯარის მხარდამჭერი დანაყოფები, ისეთი როგორც: ბერძნული სამხედრო აკადემია, პირველი არტილერიის და ცხენოსანი ჯარი, მოტორიზებული და ლოგისტიკური დანაყოფები, სამხედრო კომისარიატი. პირველი კომბინირებული წვრთნები მეგარას ტერიტორიაზე, 1829 წლის ოქტომბერში გაიმართა.

ბრძოლები საბერძნეთის არმიის მონაწილეობით:

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • (ინგლისური) Michalopoulos, Dimitris. "The Evolution of the Greek Army (1828-68)". War and Society in East Central Europe, Vol. XIV, Brooklyn College Press, 1984, pp. 317–330, ISBN 0880330430.
  • (ბერძნული) (2005) Η ιστορία της οργάνωσης του Ελληνικού Στρατού, 1821–1954. Hellenic Army Historical Directorate. ISBN 960-7897-45-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]