რობერ გერენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობერ გერენი
ფრანგ. Robert Guérin
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1876(1876-06-28)
დაბადების ადგილი საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1952(1952-03-19) (75 წლის)
საქმიანობა ჟურნალისტი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა საფრანგეთი

რობერ გერენი (ფრანგ. Robert Guérin; დ. 28 ივნისი, 1876 — გ. 19 მარტი, 1952) — ფრანგი ჟურნალისტი, ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი (1904-1906 წლებში).

რობერ გერენი ფრანგული ფეხბურთის აქტიური პერსონა იყო ჯერ კიდევ ფიფა-ს დაარსებამდე. 1904 წლის 22 მაისს, ახლადდაარსებული ორგანიზაციის შვიდივე წევრმა ქვეყანამ ხმა მისცა რობერ გერენის პრეზიდენტად არჩევას. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფიფა-ში კიდევ რვა ქვეყნის ფედერაცია გაწევრიანდა, მათ შორის ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]