რეიჩელ ვაისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეიჩელ ვაისი
დაბადების სახელი რეიჩელ ჰანა ვაისი
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1970 (1970-03-07) (54 წლის)
ლონდონი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1992-დღემდე
მეუღლე(ები) დარენ არონოფსკი (2010-2011)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

ერთგული მებაღე (2005)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

ერთგული მებაღე (2005)

რეიჩელ ვაისი (ინგლ. Rachel Weisz; 7 მარტი, 1970) — ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი ქალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ვაისი მოღვაწეობდა როგორც მოდელი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში მუმიას შესახებ.

2005 წელს ვაისმა ითამაშა ფერნანდო მეიერელეშის ფილმში „ერთგული მებაღე“. ვაისმა შეასრულა ინგლისელი დიპლომატის ცოლის როლი. ფილმი კიბერაში გადაირეს. მან კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ვაისმა მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოები ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. The Guardian-მა დაწერა, რომ ამ ფილმმა ვაისს დაუმკვიდრა ადგილი წამყვან ბრიტანელ მსახიობთა შორის.[1]

2011 წელს ითამაშა პიესის „ღრმა ლურჯი ზღვა“ ეკრანიზაციაში და მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1999 მუმია The Mummy ეველინ კარნაჰან ო'კონელი
2001 მუმია ბრუნდება The Mummy Returns ეველინ კარნაჰან ო'კონელი
2005 ერთგული მებაღე The Constant Gardener ტესა კუეილი
2006 წყარო The Fountain იზაბელა
2007 ჩემი მოცვისფერი ღამეები My Blueberry Nights სუე ლინი
2009 აგორა Agora ჰიპათია
2011 ღრმა ლურჯი ზღვა The Deep Blue Sea ჰესტერ კოლერი
2011 360 360 როზა
2015 ახალგაზრდობა Youth ლენა ბელინჯერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'I'm a storyteller. I don't save lives'. The Guardian. London. 8 ნოემბერი 2005. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2013. (ინგლისური)