რეგიონალიზმი (ხელოვნება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას ჰარტ ბენტონი, ჩილმარკის ხალხი, 1920

რეგიონალიზმი — მიმდინარეობაა ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფერწერაში, რომლის წევრებიც თავს არიდებენ ქალაქს და სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ პროცესებს. რეგიონალისტი მხატვრები უპირატესობას პროვინციული სოფლის ცხოვრების აღწერას ანიჭებენ. რეგიონალისტური სტილი ამერიკაში 1930-35 წლებიდან დაიწყო და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ გრანტ ვუდი და თომას ჰარტ ბენტონი. 1930-იანების დიდი დეპრესიის პერიოდში ამერიკული პროვინციის იდილიის დამაიმედებელი გამოსახულებებით რეგიონალისტურმა ხელოვნებამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]