რანგიტოტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული რანგიტოტო
მშობ. სახელი: ინგლ. Rangitoto Island
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 36°47′ ს. გ. 174°51′ ა. გ. / 36.783° ს. გ. 174.850° ა. გ. / -36.783; 174.850
ფართობი 23,11 კმ²
სიგანე 5,5 კმ
უმაღლესი წერტილი 260 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

რანგიტოტო (ინგლ. Rangitoto Island) — ვულკანური კუნძული ჰაურაკის ყურეში, ქალაქ ოკლენდის სიახლოვეს, ახალ ზელანდიაში. ადმინისტრაციულად შედის ოკლენდის რეგიონის შემადგენლობაში. ჩრდილოეთ კუნძულისგან გამოყოფილია რანგიტოტოს არხით. მეორე მსოფლიო ომის დროს მიწაყრილით შეუერთდა მეზობელ კუნძულ მოტუტაპუს.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის დასახელება მაორი ენიდან ენიდან ითარგმნება, როგორც «სისხლიანი ცა»[1] და ედრება ფრაზას «Ngā Rangi-i-totongia-a Tama-te-kapua» («სისხლდენის დღეები ტამა-ტე-კაპუასთან»). ტამა-ტე-კაპუა მეთაურობდა კანოეს არაბა (ებრ. הערבה) და მძიმედ დაიჭრა რანგიტოტოზე ტომ ტაინუისთან ბრძოლისას ისლინგტონის ყურეში.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ცენტრში, რომლის სიგანეა დაახლოებით 5,5 კმ, თავის 260 მეტრზე აზიდული სიმეტრიული ვულკანური ფორმით კარგად მოსჩანს ოკლენდიდან.[3] რანგიტოტო არის ყველაზე ახალგაზრდა და დიდი (მისი ფართობია — 23,11 კმ²[4]) ოკლენდის ვულკანური მოედნის დაახლოებით 50 ვულკანს შორის.[3] ის შეერთებულია ბუნებრივი ყელით გეოლოგიური თვალსაზრისით უფრო ძველ ვულკანური წარმოშობის კუნძულ მოტუტაპუსთან და გამოყოფილია ჩრდილოეთი კუნძულიდან და ოკლენდის ჩრდილოეთ ნაწილიდან რანგიტოტოს ყურით.

რანგიტოტოს კუნძული ჩამოყალიბებულია ვულკანური ამოფრქვევის დროს დაახლოებით 600—700 წლის წინ. ამასთან ერთად ვულკანური პროცესების ხანგრძლივობა დღემდე იწვევს კამათს მეცნიერებს შორის. სავარაუდოდ ამოიფრქვა 2,3 კუბური კილომეტრი ვულკანური მასალა, რომელიც გრძელდებოდა შესვენებებით 10-დან 200 წლამდე.[2][5]

დღეისათვის ვულკანი მძინარეა, თუმცა მომავლისთვის მაღალია ალბათობა ახალი ამოფრქვევებისა. დამჯდარი ვულკანური მასალა გაცივების პროცესში კრატერის თავში დატოვა ორმოს მსგავსი რელიეფი, რომელიც შეიძლება შევნიშნოთ ბილიკიდან, რომელსაც მივყავართ კუნძულის ყველაზე მაღალ წერტილამდე.[2][4] რანგიტოტოს ზოგიერთ ნაწილში დღემდე გრძელდება შავი ფერის მთის ჯიშების ზედაპირზე ამოსვლა, რომელიც ჰგავს გაციებულ ლავას.

კუნძულზე მდინარეები არ არის, ამიტომ ადგილობრივი მცენარეები იზრდება მხოლოდ წვიმების დროს. რანგიტოტოზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ახალზელანდიური ხის პოჰუტუკავას (ლათ. Metrosideros excelsa) ტყე[4]. სულ კუნძულზე დარეგისტრირებულია ხეების და სხვა მცენარეების 200 სახეობაზე მეტი, მათ შორის, ორქიდეას (ლათ. Orchidaceae) რამდენიმე სახეობა და გვიმრების 40 სახეობაზე მეტი.[2]

ეკოლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს სხვადასხვა ეკოსისტემები, გაცივებული ლავის პლატოებიდან ტყიან რაიონებამდე. ამასთან რანგიტოტოზე გრძელდება მცენარეთა განთავსების არეალის ზონების ფორმირების პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივი ტყეები საკმაოდ ახალგაზრდაა და იქ ბუდობენ ფრინველთა მცირე სახეობები. მიუხედავად ამისა, ევროპელებამდე პერიოდში კუნძულზე, სავარაუდოდ, არსებობდა ენდემური თუთიყუშის — ახალზელანდიური კაკას მცირე პოპულაცია.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ვულკანური ამოფრქვევა რანგიტოტოზე მოხდა იმ დროს, როდესაც ახალი ზელანდია უკვე იყო დასახლებული მაორის ხალხის წარმომადგენლებით.[2][5] ადამიანის ფეხის ნაკვალევები აღმოჩენილია რანგიტოტოს ვულკანური ფერფლის ფენებს შორის მეზობელ კუნძულ მოტუტაპუზე[5], რომელზეც უძველესი დროიდან ცხოვრობდა ტომი ნგაი-ტაი, რომლებიც მოტუტაპუსაც და რანგიტოტოსაც თვლიდნენ თავიანთი წინაპრების სახლად.[6] მიუხედავად ამისა კუნძული თავისი ქვიანი ზედაპირით მუდმივად საცხოვრებლად უვარგისი იყო, თუმცა არსებობდა ზოგიერთი მტკიცებულება რანგიტოტოზე სანაპირო თევზსაჭერი დასახლებების არსებობის შესახებ. საერთოდ, მაორის ხალხი კუნძულს იყენებდა სამეთვალყურეო პუნქტის დანიშნულებით ჰაურაკის ყურის და იქ განლაგებული კუნძულების დასაზვერად.[7]

რანგიტოტოსთან დაკავშირებულია ზოგიერთი მაორიული მითი, მათ შორის ტიპუას (დემონები) წყვილზე, ცეცხლოვანი ღმერთების შვილებზე. მას შემდეგ, რაც ისინი ეჩხუბნენ და შემდეგ დაწყევლეს ცეცხლის ღმერთი მაჰუიკა, მათი სახლი დაანგრია მიწისძვრების ღმერთმა მატაოჰომ. ასე წარმოიშვა ტბა პუპუკე და კუნძული რანგიტოტო, რომლებზედაც დრო და დრო წარმოიქმნება ბოლი, რომელიც, ადგილობრივი მაორების წარმომადგენელთა წარმოდგენით, წარმოადგენს ტიპუას ცრემლებს ადრე მიტოვებული სახლის გამო.[2]

1854 წელს კუნძული გამოისყიდა სამეფო ოჯახმა, ხოლო 1890 წელს დარეზერვირებული იყო, როგორც რეკრეაციული ნაკრძალი. მიუხედავად ამისა თითქმის 30 წელი რანგიტოტოზე მოიპოვებოდა ვულკანური შლაკი, რომელიც ქალაქ ოკლენდში გამოიყენებოდა შენობების ასაშენებლად. 1925 წლიდან 1936 წლამდე პერიოდში ციხემისჯილების მიერ კუნძულზე აშენდა გზები, მათ შორის ვულკანის წვერომდე.[4]

მეორე მსოფლიო ომის წლებში რანგიტოტო გახდა აკრძალული ზონა: მასზე აიგო თავდაცვითი სიმაგრეები ქალაქ ოკლენდის დასაცავად ყურის მხრიდან, ხოლო კუნძულის წვეროზე — რადარული სადგური. ისლინგტონის ყურის ნაპირზე აშენდა შენობების კომპლექსი, საიდანაც კონტროლდებოდა ჰაურაკის ყურეში არსებული დანაღმული მინდვრები,[7] ხოლო კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობდა გემების სასაფლაო, ზოგიერთი მათგანი ჩანდა ზღვის მოქცევისას.[8]

1920 წლიდან 1930-იან წლებამდე კუნძულზე აშენდა რამდენიმე ქალაქგარე სახლი. მაგრამ მათი მშენებლობის დამთავრება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და 1937 წელს ახალი სახლების მშენებლობა აიკრძალა. ამის შემდეგ მათი დიდი ნაწილი ამ აკრძალვისა და რანგიტოტოს ლანდშაფტურ ნაკრძალად ჩამოყალიბების გამო დაიშალა. მიუხედავად ამისა, დღეისათვის კუნძულზე შენარჩუნდა 140 სახლი.[9]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rangitoto: Aucklands Youngest Volcano. GNS Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-01-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Rangitoto. Auckland Regional Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  3. 3.0 3.1 Auckland Field. Global Volcanism Program. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Hauraki Gulf islands. Auckland City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  5. 5.0 5.1 5.2 Rangitoto. New Zealand Geographic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-19. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  6. Mike D Wilcox and others (2007). Natural History of Rangitoto Island. Auckland Botanical Society, გვ. 16. ISBN 978-0-9583447-3-9. 
  7. 7.0 7.1 Rangitoto Island brochure. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  8. Rangitoto Ships' Graveyard. Auckland Regional Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.
  9. Welcome to Rangitoto Island. Rangitoto Island Historic Conservation Trust. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-05.