რანავალუნა II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რანავალუნა II
Ranavalona II
მადაგასკარის დედოფალი
კორონაცია: 3 სექტემბერი, 1868
მმართ. დასაწყისი: 2 აპრილი, 1868
მმართ. დასასრული: 13 ივლისი, 1883
წინამორბედი: რასუხერინა
მემკვიდრე: რანავალუნა III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1829
გარდ. თარიღი: 13 ივლისი, 1883 (53-54 წლის)
მეუღლე: რადამა II
რაინილაიარივონი
სრული სახელი: რანავალუნა II (რანავალუ-მანჯაკა II) რამომა
მამა: რაზაკარატრიმო
დედა: რაფარასოა რამასინდრაზანა
ხელმოწერა:

რანავალუნა II (დ. 1829 — გ. 13 ივლისი, 1883) — მადაგასკარის დედოფალი 1868-1883 წლებში. ტახტზე შეცვალა დედოფალი რასუხერინა. მისი მმართველობისას მოხდა სამეფო კარის გაქრისტიანება. 1869 წლის 21 თებერვალს დაქორწინდა პრემიერ-მინისტრ რაინილაიარივონზე, რაც არსებითად პოლიტიკური ნაბიჯი იყო. მისი მმართველობისას აქტიურად დადგა ტყეების გაჩეხვის პრობლემა. დედოფლის ინიციატივით დაიწყო ანტანანარივუში კონსტრუქციათა აგურითა და სხვა გამძლე მასალით შენება, რაც ადრე მეფე ანდრიანამპუანიმერინას მიერ იყო აკრძალული.[1] დედოფალმა, ასევე, აკრძალა ტავის (ხანძრის გამოწვევა სოფლის მეურნეობისათვის) ტრადიციული პრაქტიკა ნახშირის მისაღებად და სახლების შენება ტყეებში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Acquier, Jean-Louis (1997). Architectures de Madagascar (in French). Berlin: Berger-Levrault. ISBN 978-2-7003-1169-3.
  2. Gade, Daniel W. (1996). "Deforestation and its effects in Highland Madagascar". Mountain Research and Development 16 (2): 101–116. doi:10.2307/3674005. JSTOR 3674005