რაზდანი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაზდანი.
რაზდანი (ზანგა)

მდინარე რაზდანი ერევანში.
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
ქალაქები სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი.
სიგრძე 141 კმ
აუზის ფართობი 7310 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} რაზდანი (ზანგა) ვიკისაწყობში

რაზდანი (სომხ. Հրազդան) ზანგამდინარე სომხეთში, მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი (მტკვრის აუზი). სიგრძე 141 კმ, აუზის ფართობი სევანის ტბის აუზთან ერთად 7310 კმ², საკუთრივ რაზდანისა — 2560 კმ². სათავე აქვს სევანის ტბაში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ არარატის ვაკეზე მიედინება. ბუნებრივ პირობებში (ჰესების კასკადის შექმნამდე) წყლის საშუალო ხარჯი სათავესთან დაახლოებით 2 მ³/წმ შეადგენდა, შესართავთან ახლოს — 17,9 მ³/წმ. რაზდანზე აგებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი. მდინარეს იყენებენ აგრეთვე სარწყავად. რაზდანის ნაპირზეა ქალაქები: სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]