რადიოტალღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რადიოლოკაციური სადგურის ანტენა

რადიოტალღებიელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძეებიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ინფრაწითელ გამოსხივებაზე უფრო გრძელია. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე, და შესაბამისი ტალღის სიგრძე 100 კილომეტრიდან 1 მილიმეტრამდე. როგორც ყველა სხვა ელექტრომაგნიტური ტალღა, რადიოტალღებიც სინათლის სიჩქარით ვრცელდება. რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენს ელვა და ასტრონომიური ობიექტები. ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება სტაციონარული და მობილური რადიოკავშირისთვის, რადიომაუწყელობისთვის, რადიოლოკაციებისა და სხვა სანავიგაციო სისტემებისთვის, საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვის, გამოთვლითი ქსელებისა და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის. რადიოტალღების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვაგვარად ვრცელდება დედამიწის ატმოსფეროში: გრძელ ტალღებს დედამიწის ნაწილის დაფარვა შეუძლიათ ძალიან თანმიმდევრულად, უფრო მოკლე ტალღებს შეუძლიათ იონოსფეროდან არეკლვა და მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო კიდევ უფრო მოკლე სიგრძის რადიოტალღები იდრიკება ან ირეკლება ძალიან სუსტად და ვრცელდება პირდაპირი ხედვის საზღვრებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Справочник по радиоэлектронным системам. Под ред. Б. Х. Кривицкого. В 2-х тт. — М.: Энергия, 1979.
  • Закон РФ «О связи».
  • Международный Регламент радиосвязи.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]