რაბინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაბინი მოშე ფაინშტეინი.

რაბინი (ძვ. ებრ. რაბი „ჩემი მოძღვარი“) — ებრაული თემის სულიერი მოძღვარი, აღჭურვილი რელიგიის, სასამართლო და აღმზრდელობითი ფუნქციებით, იუდაისტური რელიგიის კულტის მსახური. ებრაული კანონით, რაბინი შეიძლება იყოს ის, ვინც სათანადოდ არის დაუფლებული ღვთისმეტყველებას და მორწმუნეა. რაბინატის ინსტიტუტი ევროპული წარმოშობისაა, კერძოდ, მის სამშობლოდ ესპანეთი ითვლება. რაბინი საპატიო თანამდებობაა.

თავდაპირველად რაბინები გასამრჯელოს არ იღებდნენ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ებრაელთა რბევა, ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო და მათი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, რაბინებს ჯამაგირი დაუნიშნეს. რაბინი არის თემში პირველი პირი და თემის წარმომადგენელი ხელისუფლების წინაშე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 285.
  • Rabbi, Rabbinate, article in the Encyclopaedia Judaica, 2nd ed., vol. 17, pp. 11–19, Keter Publishing, 2007.
  • Aaron Kirchenbaum, Mara de-Atra: A Brief Sketch, Tradition, Vol. 27, No. 4, 1993, pp. 35–40