ჟუზე (ბრაზილიის პრინცი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟუზე დე ბრაგანსა
წოდებები
ბრაზილიის პრინცი
ბეირას პრინცი
ბარსელოს ჰერცოგი
ბრაგანსის ჰერცოგი
დაიბადა 20 აგვისტო, 1761
გარდაიცვალა 11 სექტემბერი, 1788, (27 წლის)
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) მარია ბენედიტა პორტუგალიელი
მამა პედრუ III, პორტუგალიის მეფე
დედა მარია I, პორტუგალიის დედოფალი
რელიგია კათოლიციზმი

ჟუზე დე ბრაგანსა (პორტ. José de Braganza; დ. 20 აგვისტო, 1761 — გ. 11 სექტემბერი, 1788) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე პედრუ III-ისა და დედოფალ მარია I-ის უფროსი ვაჟი. პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე და ბრაზილიის პრინცი. იგი ნაადრევად ემსხვერპლა ჩუტყვავილას, რის გამოც ვერ შეძლო ტახტზე ასვლა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟუზე დაიბადა 1761 წლის 20 აგვისტოს აჟუდაში. იგი იყო პორტუგალიის მეფე პედრუ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია I-ის უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, მეფე ჟუზე I-ის პატივსაცემად დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ერთმანეთისათვის ღვიძლი ბიძა-ძმის შვილი იყვნენ. მიუხედავად მათი ასეთი ახლონათესავური კავშირისა, მათი ყველა შვილი ჯანმრთელი იყო. დაბადებისთანავე მას მიენიჭა ბეირასა და ბრაზილიის პრინცის წოდება, რაც ტახტის მემკვიდრეობას ნიშნავდა.

1777 წლის 21 თებერვალს, 15 წლის ჟუზე დააქორწინეს მის 30 წლის ღვიძლ დეიდაზე, ინფანტა მარია ბენედიტა პორტუგალიელზე. აღსანიშნავია, რომ ქორწინებამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა მეფე ჟუზე I.

წყვილს ქორწინებაში შვილები არ ჰყოლია. მარია ბენედიტა მხოლოდ ორჯერ დაორსულდა 1781 და 1786 წლებში, მაგრამ ორივეჯერ მუცელი მოეშალა. ჟუზე გარდაიცვალა 1788 წლის 11 სექტემბერს აჟუდაში, ჩუტყვავილათი. იგი დაკრძალეს ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში, ლისაბონში. ვინაიდან მას შვილი არ დარჩენია, მისი მშობლების შემდეგ მეფე მისი ძმა, ჟუან VI გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "John VI. of Portugal" . Encyclopædia Britannica. 15 (11th ed.). Cambridge University Press. p. 444.