ჟერომ პეტიონ დე ვილნევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟერომ პეტიონ დე ვილნევი

ჟერომ პეტიონ დე ვილნევი (ფრანგ. Jérôme Pétion de Villeneuve; დ. 3 იანვარი, 1756, შარტრი — გ. 20 ივნისი, 1794, სენტ-ემილიონი, ჟირონდა) — საფრანგეთის რევოლუციის მოღვაწე, ადვოკატი. 1793 წელს გენერალური შტატების დეპუტატი მესამე წოდებიდან. სახელი გაითქვა, როგორც დამფუძნებელი კრების მემარცხენე ფრთის ორატორმა. იაკობინელთა კლუბის წევრი, მიემხრო ჟირონდისტებს. 1791 წლის ნოემბრიდან —1792 წლის სექტემბრამდე პარიზის მერი. 1792 წლიდან კონვენტის წევრი. 1793 წლის 31 მაისი–2 ივნისის სახალხო აჯანყების შემდეგ იაკობინელთა დიქტატურის დამყარებისთანავე გარიცხეს კონვენტიდან. 1793 წლის ზაფხულში მონაწილეობდა ჟირონდისტების ამბოხებაში, რომლის ჩახშობის შემდეგ თავი მოიკლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]