პრუსია-დანიის ომი (1848-1850)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პრუსია-დანიის ომი.
დანიელი ჯარისკაცების კოპენჰაგენში დაბრუნება. ოტო ბახი, (1894).

პრუსია-დანიის ომიპრუსიის ომი დანიის წინააღმდეგ შლეზვიგისა და ჰოლშტაინის საჰერცოგოების დასაპყრობად 1848-1850 წლებში. საჰერცოგოების ჯარებმა (სარდალი გენერალი ა. კრონი) დასაწყისში წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ბაუსთან ბრძოლაში 9 აპრილს დანიელებმა ისინი დაამარცხეს. პრუსიის მთავრობა შეეცადა, საჰერცოგოების ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა და დანიასთან ომის მეოხებით გერმანიაში რევოლუციური მოძრაობის განვითარება თავიდან აეცილებინა. აპრილის დასაწყისში ომის გამოუცხადებლად საჰერცოგოების ტერიტორიებზე შეიჭრნენ პრუსიისა და საქსონია-ჰანოვერის ჯარები (სარდალი პრუსიელი გენერალი ფ. ვრანგელი), რომლებმავ 23 აპრილს დაამარცხეს დანიელები ქალაქ შლეზვიგთან. რუსეთისა და შვედეთის ზეგავლენით პრუსიამ დროებითი ზავი დადო 7 თვით (26 აგვისტოს). ამ ზავით საჰერცოგოები დანიას უბრუნდებოდა. მაგრამ 1849 წლის გაზაფხულზე საომარი მოქმედება განახლდა, ბრძოლა ხმელეთსა და ზღვაზე მიმდინარეობდა. 10 ივლისს დაიდო ხელმეორე დროებითი ზავი, რომელიც პრუსიამ 1850 წელს დაარღვია. რუსეთის ზეგავლენით 1850 წლის 2 ივლისს ბერლინში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას, რომელიც გარანტირებული იყო ევროპის სახელმწიფოების მიერ 1850 წლის 29 ნოემბერს ოლმიუცში დადებული კონვენციით; ამ ხელშეკრულებით დანიამ ომამდელი საზღვრები შეინარჩუნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]