პრჟემისლოვიჩები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაცლავ II-ის და ვაცლავ III-ის სამფლობელოები: 1) ბოჰემიის სამეფო, 2) პოლონეთის სამეფო, 3) ვაცლავ III-ის სავარაუდო ვასალური ტერიტორია უნგრეთში

პრჟემისლოვიჩები (ჩეხ. Přemyslovci) — ჩეხი მთავრებისა და მეფეების დინასტია შუა საუკუნეებში. დინასტიამ სახელი მიიღო მისი ლეგენდარული დამაარსებლის პრჟემისლის სახელიდან. დინასტია არსებობდა IX-XIV საუკუნეებში. კერძოდ, 872-1306 წლებში. მისი ერთ-ერთი პირველი მთავარი იყო ვაცლავი, რომელიც რომელიც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი მოღვაწეობდა 929-935/936 წლებში.

პრჟემისლოვიჩებმა მეფის ტიტული XI საუკუნიდან მიიღეს. ერთ-ერთი პირველი მეფე ბრატისლავ II მოღვაწეობდა 1085-1092 წლებში. დინასტიის უკანასკნელი მეფე იყო ვაცლავ III, რომელიც მეფობდა 1305-1306 წლებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]