პრინციპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრინციპი (ლათ. Principium – საფუძველი) — სახელმძღვანელო იდეა, რომელსაც ემყარება ადამიანი თავის მოქმედებაში. პრინციპები სხვადასხვა სახის არსებობს: მეცნიერული, ზნეობრივი, რელიგიური, იურიდიული, პოლიტიკური და სხვა. პრინციპების გარეშე ადამიანთა მოქმედება არ არსებობს. სხვა საკითხია რამდენად სწორ პრინციპებს ემყარება ადამიანი თავის მოქმედებაში. ეს ფილოსოფიის მსოფლმხედველობრივ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან პრინციპები ადამიანთა ქცევისა და მოღვაწეობის საყრდენ დებულებებს წარმოადგენენ, ადამიანთა ცხოვრების წესსაც სწორედ ეს პრინციპები განსაზღვრავენ. ის, რაც ადამიანთა ცხოვრების წესს უდევს საფუძვლად ღირებულებას წარმოადგენს, ამიტომ პრინციპებს განსაზღვრავს არა მხოლოდ მათი ობიექტურობა და აუცილებლობა, არამედ მათი მნიშვნელობა ადამიანისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 246