პოლიტიკური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პოლიტიკური კულტურასაზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებისა და ცხოვრებისეული პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც აყალიბებს გარკვეულ ტრადიციას იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება და რა ღირებულებებია პრიორიტეტული პოლიტიკურ პროცესში. ეს ცნება ასევე გულისხმობს გარკვეულ ქცევის წესებს, რომელშიც აისახება საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესებისა და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ.

ტერმინი „პოლიტიკური კულტურა“ პირველად გამოყენებული იქნა XVIII ს-ში გერმანელი განმანათლებლის იოჰან ჰერდერის მიერ, ხოლო მისი მეცნიერული გაგება შემოიტანა ამერიკელმა პოლიტოლოგმა გაბრიელ ალმონდმა 1956 წელს დაწერილ სტატიაში „შედარებითი პოლიტიკური სისტემები”.

პოლიტიკური კულტურა, ზოგადად, საზოგადოების კულტურის ორგანული ნაწილი და პოლიტიკური სისტემის აუცილებელი ელემენტია. პოლიტიკური კულტურის განვითარების დონე (ტიპი) დიდწილად განსაზღვრავს საზოგადოების დემოკრატიზაციის ხარისხსა და პოლიტიკური რეჟიმის ხასიათს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]