პოლარული კლიმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოლარული კლიმატის სფეროები კოპენის კლასიფიკაციის მიხედვით
მზის რადიაციას აქვს უფრო დაბალი ინტენსივობა პოლარულ რეგიონებში, რადგან ის კუთხე, რომლითაც იგი ურტყავს დედამიწას, არ არის ისეთი პირდაპირი, როგორც ეკვატორზე. მეორე მიზეზი არის ის, რომ მზის შუქმა უნდა გაიაროს ატმოსფეროს უფრო სქელი ფენა. [1]

პოლარული კლიმატი — პოლარული რეგიონების კლიმატის ტიპი, რომელიც ძირითადად აღიქმება, როგორც ზედმეტად ცივი ხეების ზრდისთვის; ზოგჯერ ცნობილი, როგორც არქტიკული, თოვლის კლიმატი მუდმივი ყინვით.

ამგვარი რეგიონები ხასიათდება თბილი ზაფხულის ნაკლებობით. პოლარული კლიმატის საშუალო ტემპერატურა არის 10 °C (50 °F). პოლარული კლიმატის მქონე რეგიონები მოიცავს დედამიწის ფართობის 20%-ზე მეტს. ამ რეგიონების უმეტესობა შორს არის ეკვატორიდან და ამ შემთხვევაში, ზამთრის დღეები ძალზე მოკლეა, ზაფხულის დღეები კი უკიდურესად გრძელი (ან მოიცავს მთელ სეზონს ან უფრო გრძელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება). პოლარული კლიმატი ხასიათდება გრილი ზაფხულითა და ძალიან ცივი ზამთრით, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტუნდრის ხეების გარეშე, მყინვარები ან ყინულის მუდმივი ან ნახევრად მუდმივი ფენაა.

ქვეტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს პოლარული კლიმატის ორი ტიპი: ET, ანუ ტუნდრის კლიმატი; და EF, ან ყინულოვანი ფენის კლიმატი. ტემპერატურა ტუნდრის კლიმატის მქონე ადგილებში მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში მაინც იწევს 0 °C-ის ზევით. ყინულოვანი ფენის კლიმატი [2] უფრო მკაცრია და მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიური ტემპერატურა არის 0 °C-ზე დაბალი. ტუნდრის კლიმატის პირობებში, ხეები ვერ ახერხებს ზრდას, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს სხვა სპეციალიზირებული მცენარეები. ყინულოვანი ფენების კლიმატის პირობებში, ძირითადად მუდმივი მზრალობაა, ამირომ ვერცერთი მცენარე ვერ იზრდება და ყინული თანდათან გროვდება, სანამ ის სხვაგან არ გაცურდება. დედამიწაზე მდებარე მრავალ მაღალმთიან ადგილზე შეიმჩნევა ისეთი კლიმატი, სადაც თვეში არ არის საშუალო ტემპერატურა 10ºC ან უფრო მაღალი, თუმცა ეს გამოწვეულია ზღვის დონიდან დიდი დაშორების, ამიტომ ასეთ კლიმატს ალპურ კლიმატად მოიხსენიებენ. ალპურ კლიმატს შეუძლია ტუნდრის ან ყინულის ფენების კლიმატის იმიტაცია.

ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლარული დათვი ბელით

დედამიწაზე, ერთადერთი კონტინენტი, სადაც ყინულოვანი ფენების პოლარული კლიმატია გაბატონებული, არის ანტარქტიდა. გრენლანდიის კუნძულზე მდებარე ყველა იზოლირებულ სანაპირო ზოლს აქვს ყინულის ფენების კლიმატიც. გრენლანდიის სანაპირო რაიონებს, რომლებსაც მუდმივი ყინულის ფენებით არ არიან დაფარულები, აქვთ ნაკლებად ექსტრემალური ტუნდრის კლიმატი. ევრაზიის სახმელეთო მასის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს, სკანდინავიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან და აღმოსავლეთით ბერინგის სრუტისკენ, ჩრდილოეთ ციმბირისა და ისლანდიის ჩრდილოეთით მდებარე დიდ ტერიტორიებს აქვთ აგრეთვე ტუნდრის კლიმატი. ჩრდილოეთ კანადისა და ალასკის ჩრდილოეთ რაიონებში ასევე დიდი ტერიტორიები უჭირავს ტუნდრის კლიმატს, თუმცა ზოგან იცვლება ყინულოვანი ფენის კლიმატით. სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთით (ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგზე, სადაც ის დრეიკის სრუტეს ესაზღვრება) და ისეთ სუბანტარქტიდულ კუნძულებზე, როგორებიცაა სამხრეთ შეტლანდის კუნძულები და ფოლკლენდის კუნძულები, არის ოდნავ უფრო თერმული დიაპაზონის ტუნდრის კლიმატი, თუმცა არცერთი თვე არ არის 10 °C-ზე თბილი. ეს სუბანტარქტიდული დაბლობები ეკვატორთან უფრო ახლოსაა, ვიდრე არქტიკული აუზის სანაპირო ტუნდრებთან.

არქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქტიკის რუკა. წითელი ხაზი მიუთითებს ივლისის 10 °C-იან იზოთერმაზე, ხოლო თეთრად აღნიშნული ტერიტორია გვიჩვენებს ზაფხულის ყინულის საშუალო მინიმალურ რაოდენობას 1975 წლის ზაფხულისთის. [3]

არქტიკა ზოგიერთი ნაწილი მთელი წლის განმავლობაში ყინულით (ზღვის, მყინვარის ან თოვლის ყინულით) არის დაფარული და არქტიკის თითქმის მთელი ნაწილი განიცდის ხანგრძლივ პერიოდებს, როდესაც ხმელეთის ზედაპირი რაიმე ფორმის ყინულით არის დაფარული. იანვრის საშუალო ტემპერატურა მერყეობს დაახლოებით −40-დან 0 °C-მდე (−40 to 32 °F), ხოლო ზამთრის ტემპერატურამ არქტიკის დიდ ნაწილში შეიძლება დაიწიოს −50 °C-ის (−58 °F) ქვევით. ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით −10-დან 10 °C-მდე (14-დან 50 °F-მდე) მერყეობს, ზოგიერთ ადგილას კი ზაფხულში დაახლოებით 30 °C (86 °F) ფიქსირდება.

არქტიკა შედგება ოკეანისგან, რომელიც თითქმის მთლიანად არის გარშემორტყმული ხმელეთით, შესაბამისად, არქტიკის დიდი ნაწილის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს ოკეანის წყალი, რომლის ტემპერატურა არასდროს არ ეცემა −2 °C-ის (28 °F) ქვემოთ. ზამთარში, ეს შედარებით თბილი წყალი, მიუხედავად იმისა, რომ დაფარულია პოლარული ყინულის სქელი შრით, მაინც ვერ აქცევს ჩრდილოეთ პოლუსს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე ცივი ადგილად და სწორედ წყლის დაბალი ტემპერატურაა იმის მიზეზი, რომ ანტარქტიდა არის უფრო ცივი ვიდრე არქტიკა.

ანტარქტიდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტარქტიდის კლიმატი დედამიწაზე ყველაზე ცივია. ანტარქტიდაზე დაფიქსირებულია ჩვენს პლანეტაზე ყველაზე დაბალი ბუნებრივი ტემპერატურა −89.2 °C (−128.6 °F) ვოსტოკის სადგურთან . [4] ის ასევე ძალიან მშრალია (ფაქტობრივად ყინულის უდაბნოა), საშუალოდ 166 მილიმეტრი (6.5 ინჩი) ნალექი მოდის წელიწადში, რადგან წვიმა იშვიათად აღწევს კონტინენტის შიდა ნაწილში.

პოლარული კლიმატის გამოთვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცნიერებს არაერთხელ უცდიათ ზუსტად გამოეთვალათ პოლარული კლიმატის შემადგენლობა, თუმცა თითოეული მათგანი ღებულობდა შედარებით განსხვავებულ ნახაზებსა და სისტემას.

კლიმატოლოგმა ვლადიმირ კოპენმა წარმოადგინა დამოკიდებულება არქტიკისა და ანტარქტიდის პოლარულ ხაზებსა და ზაფხულის იზოთერმას შორის (10 °C); ანუ ის ადგილები, სადაც საშუალო ტემპერატურა წლის ყველაზე თბილ კალენდარულ თვეში 10 °C-ზე დაბალია, შესაბამისად ხეებისთვის საციცოცხლო პირობები არ იქმნება.

ოტო ნორდენსკიოლდმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ ზამთრის პირობებიც თამაშობს როლს პოლარული კლიმატის ფორმირებასა და შესაბამისად ხეების გადარჩენაში, კერძოდ, მისი ფორმულა არის W = 9 − 0.1 C, სადაც W არის საშუალო ტემპერატურა წლის ყველაზე თბილ თვეში და C — ყველაზე ცივი თვის საშუალო (ორივე მონაცემი ცელსიუსებში). მაგალითად, თუ კონკრეტულ ადგილზე დაფიქსირდა საშუალო ტემპერატურა −20 °C (−4 °F) მის ყველაზე ცივ თვეში, ყველაზე თბილი თვე საშუალოდ უნდა იყოს 11 °C (52 °F) ან უფრო მაღალი, რათა ხეებმა შეძლონ იქ გადარჩენა, რადგან 9 − 0.1(−20) = 11. ნორდენსკიოლდის არკტიკის პოლარული ხაზი წააგავს ვლადიმირ კოპენის თეორიაში წარმოდგენილ ნახაზს, რადგან აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების აღმოსავლეთ ნაპირებს ერთნაირად კვეთს, თუმცა ამავდროულად განსხვავდება, იმის გამო, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კონტინენტების დასავლეთ სანაპიროს პოლარული ხაზი უფრო ზევით არის მოთავსებული. სამხრეთ ნახევარსფეროში, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი მდებარეობს პოლარული რეგიონის გარეთ ნორდენსკიოლდის სისტემაში, თუმცა, კოპენის აზრით, არქიპელაგის ნაწილი (არგენტინის ქალაქ უშუაიას ჩათვლით) ანტარქტიდის პოლარული წრის შემადგენელ ნაწილად ითვლება.

1947 წელს, მეცნიერმა ლესლი ჰოლდრიჯმა იხელმძღვანელა ამ სქემების მიხედვით, მოახერხა მათი გაუმჯობესება და ბიოტემპერატურის განსაზღვრით ჩამოაყალიბა ჰოლდრიჯის სასიცოცხლო ზონების სისტემა — საშუალო წლიური ტემპერატურა, სადაც ყველა ტემპერატურა 0 °C-ის ან 32 °F-ის ქვემოთ (და 30 °C-ის ან 86 °F-ის ზემოთ) განიხილება როგორც 0 °C (რადგან ეს არანაირ განსხვავებას არ წარმოადგენს მცენარეთა სიცოცხლეში, მიძინებულია). თუ საშუალო ბიოტემპერატურა მერყეობს 1.5-3 °C (34.7-37.4 °F) შორის, [5] ჰოლდრიჯი კლიმატს სუბპოლარულს უწოდებს (ან ალპურს, თუ დაბალი ტემპერატურა გამოწვეულია ზღვის დონიდან დაშორებით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Polar climate // Great Soviet Encyclopedia  : [in 30 vol.] / Ch. ed. A.M. Prokhorov . - 3rd ed. - M .: Soviet Encyclopedia, 1969-1978.
  • Mikheev V.A. Climate classification // Climatology and meteorology . - Ulyanovsk: Ulyanovsk State Technical University, 2009. - P. 66. - 114 p. - ISBN 978-5-9795-0533-6 .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Yung, Chung-hoi. Why is the equator very hot and the poles very cold?. Hong Kong Observatory. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-14. ციტირების თარიღი: 2010-12-02.
  2. McKnight, Tom L; Hess, Darrel (2000) „Climate Zones and Types: The Köppen System“, Physical Geography: A Landscape Appreciation. Upper Saddle River, NJ: Prentice Hall, გვ. 235–7. ISBN 978-0-13-020263-5. 
  3. თარგი:CIA World Factbook
  4. Gavin Hudson. (2008-12-14) The Coldest Inhabited Places on Earth. Eco Worldly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-18. ციტირების თარიღი: 2009-02-08.
  5. Jones, Allan. Biodiversity lectures and practicals. University of Dundee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29.