პისკო (სასმელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პისკო — უფერო ან მოყვითალო-ქარვისფერი ბრენდი, რომელიც მზადდება პერუს მეღვინეობის რეგიონებში [1] და ჩილეში . [2] დამზადებულია ფერმენტირებული ყურძნის წვენისდისტილაციის შედეგად. იგი შეიქმნა XVI საუკუნეში ესპანელი მკვიდრების მიერ როგორც ორუხოს ალტერნატივა, რომელიც დაწურული ყურძნის ნარჩენებისგან დამზადებული ბრენდი იყო ესპანეთიდან. [3] მას ჰქონდა უპირატესობა: იწარმოებოდა მრავალფეროვანი ადგილობრივი ხილისგან და დაშორებულ ადგილებში მცირდებოდა ალკოჰოლის შემოტანის საჭიროება. [4]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ამფორები, რომელსაც პისკო ეწოდებოდა, კანეტეს ხეობა, პერუ

სიტყვა პისკო პირველად გამოყენეს პერუში წარმოშობილი აგუარდიენტის აღსანიშნავად და თარიღდება 1764 წლით. [5] ამ სასმელმა შესაძლოა კეჩუას ენიდან შეიძინა სახელი და უკავშირდება პერუს ქალაქ პისკოს, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი კოლონიური ნავსადგური იყო მევენახეობის პროდუქციის საექსპორტოდ [6] და მდებარეობს პერუს სანაპიროზე, პისკოს ხეობაში, მდინარის პირას. [7] იქიდან კი „აგუარდიენტე დე პისკო“ ექსპორტზე გავიდა ევროპაში, განსაკუთრებით ესპანეთში, სადაც სასმელს შემოკლებით უწოდებდნენ „პისკო“. [8]

ჩილეელი ლინგვისტის, როდოლფო ლენცის. განცხადებით, სიტყვა პისკოს იყენებდნენ წყნარი ოკეანის სანაპიროზე ამერიკაში, არაუკოს პროვინციიდან გვატემალამდე და ეს სიტყვა კეჩუას წარმოშობისაა, რაც ნიშნავს „ჩიტს“. [9]

პისკოს წარმოშობის სხვა ვერსიებს შორისაა მაპუდუნგუნის ეტიმოლოგია, სადაც „პიშკუ“ განიმარტება, როგორც „ქოთანში მოხარშული რამ“, რაც შეეხებოდა მოხარშული ღვინის კონცეფციას (ესპ. Vino quemado ). [10]

ამ ტერმინმა გავლენა მოახდინა მექსიკურ ესპანურ ენაზე და ტერმინი პისტო, ზოგადად, გამოხდილი ალკოჰოლური სასმელების აღსანიშნავად გამოიყენება. 

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერუს პისკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერუს პისკოს ორი ბოთლი კომპოზიციური სურათი

პერუს პისკო უნდა გაკეთდეს ქვეყნის ხუთ ოფიციალურ (წარმოშობის დასახელების) ადგილას - ლიმა, იკა, არეკიპა, მოკეგუა და ტაკნა (მხოლოდ ლოკუმბას, სამაისა და კაპლინას ხეობებში). ეს რეგულაცია დაარსდა 1991 წელს მთავრობის მიერ.

პერუში პისკო მზადდება სპილენძის ქვაბებში, როგორც მხოლოდ ალაოს შოტლანდიური ვისკები. ჩილეს ჯიშისგან განსხვავებით, პერუს პისკოს არასდროს აზავებენ მას შემდეგ, რაც ის გამოიხდება და ბოთლში ისხმება უშუალოდ მისი გამოხდის სიმძლავრით. [11] რეგულარული პერუს პისკოს ბოთლის წარმოებას 8 კილოგრამი ყურძენი სჭირდება, ხოლო მოსტო ვერდეს ჯიშს 12 კგ. სჭირდება. [12]

ჩილეს პისკო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოპულარული ჩილეს პისკოები

ჩილეში პისკო უნდა გაკეთდეს ქვეყნის ორ ოფიციალურ ადგილას (წარმოშობის დასახელების) რეგიონში - ატაკამაში და კოკიმბოში, რომელიც მთავრობამ დააარსა 1931 წელს. მისი უმეტესი ნაწილი მზადდება „ბუტიკის“ ტიპის დისტილატით. სხვა ტიპები მზადდება ორმაგი დისტილაციით სპილენძსა და სხვა მასალებში.

პისკოს წარმოებაში, მრავალი ვენახის ადაპტაციის დროს, ყველაზე ფართოდ გავრცელებული მუსკატის ყურძენი, გამოიყენება ნედლეულად, თუმცა ზოგიერთი მევენახე ამჯობინებს ტორონტელისა და პედრო ხიმენესის ჯიშებს.

ეკოლოგიური პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილემ გადადგა ნაბიჯები პისკოს სუფთა და ეკოლოგიურად მეგობრული წარმოებისთვის. დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, სუფთა წარმოების ეროვნული საბჭო შეთანხმდა პისკოს მწარმოებლებთან და პისკოს ყურძნის აგრონომებთან თანამშრომლობაზე, ხელი მოაწერეს სუფთა წარმოების ხელშეკრულებას (APL). კაპელმა $ 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. [13]

პერუში პისკოს წარმოება რჩება ხელოსნური და არ ცვლის ფიზიკურ, ქიმიურ ან ორგანულ თვისებებს ჩამოსხმამდე. პისკოს ჩამოსხმა უნდა მოხდეს უშუალოდ დაძველების შემდეგ, შეცვლის ან ნებისმიერი პროდუქტის დამატების გარეშე, რომელიც სუნს, არომატს ან გარეგნობას შეუცვლის.

მოხმარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩილეში პისკოს ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება წელიწადში 3 ლიტრია. პისკოს წარმოების საშუალოდ 18% ღირებულებით არის პრემიუმ პისკო. [14]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://elcomercio.pe/economia/peru/produce-produccion-pisco-marco-record-historico-2015-noticia-1876498 Produce: Producción de pisco marcó récord histórico en 2015
  2. SICE - Free Trade Agreement between the Government of the United States of America and the Government of the Republic of Chile. SICE. ციტირების თარიღი: 2012-03-26.
  3. Pisco.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2020-09-29.
  4. Nuñez, Daisuke. "Diferencias entre la Grapa Italiana, el Pisco peruano y el Aguardiente Chileno". Retrieved on September 23, 2014.
  5. La vid y el vino en América del Sur: el desplazamiento de los polos vitivinícolas (siglos XVI al XX). Scielo.cl (1990-01-06). ციტირების თარიღი: 2012-03-26.
  6. Concise Oxford Dictionary, 12th edition, 2012.
  7. "Pisco", Oxford English Dictionary. second ed. 1989.
  8. „itivinicultura andina: difusión, medio ambiente y adaptación cultural“. 2005-01-01. ციტირების თარიღი: 2018-06-10.
  9. Real Academia Española, Diccionario usual.. RAE.es. ციტირების თარიღი: 2013-08-03.
  10. El origen, producción y comercio del pisco chileno, 1546-1931. Scielo.cl. ციტირების თარიღი: 2012-03-26.
  11. Pisco, Famous Liqueur from Peru and Chile. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 15, 2014. ციტირების თარიღი: September 23, 2014.
  12. A la contra. Efraín Wong, un pisco con estirpe peruana დაარქივებული 04-06-2016 საიტზე Wayback Machine. (in Spanish)
  13. Economía y Negocios Online (in Spanish).
  14. Chile - Mercado de Pisco დაარქივებული 2013-04-13 საიტზე Wayback Machine. , Latin American Markets (in Spanish).