პირ-პანჯალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირ-პანჯალი
პირ-პანჯალი
პირ-პანჯალი
კოორდინატები: 33°53′36″ ჩ. გ. 74°29′19″ ა. გ. / 33.89333° ჩ. გ. 74.48861° ა. გ. / 33.89333; 74.48861
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
ტერიტორიული ერთეული ჯამუ და ქაშმირი
ჰიმაჩალ-პრადეში
გილგიტ-ბალტისტანი
უმაღლესი წერტილი ინდრასანი
სიმაღლე 6221 
სიგრძე 450 კმ
პირ-პანჯალი — ინდოეთი
პირ-პანჯალი

პირ-პანჯალი, პანჩალადევა (ინგლ. Pir Panjal Range) — ქედი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და პაკისტანის ჩრდილოეთში.[1] წარმოადგენს მცირე ჰიმალაის დასავლეთ მხარეს. გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 450 კმ-ზე, მდინარე კიშანგანგიდან მდინარე ბიასამდე. აბსოლუტური სიმაღლე 6221 მ (მთა ინდრასანი). მაღალი მწვერვალია აგრეთვე დეო-ტიბა (6001 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია პირ-პანჯალი (3485 მ) და ბანიჰალი (2832 მ). ჰიმალაისაგან გამოყოფილია ქაშმირის ხეობით.[1] აგებულია კირქვებით, ანდეზიტებითა და ბაზალტებით. კალთები ციცაბოა, დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. თხემი ბასრად დაკბილულია, მწვერვალები თოვლიანი. ბევრია მყინვარული ტბა, კარული მყინვარები უმეტესად ჩრდილოეთ კალთაზეა.[2] შემოსილია ხშირი, უმთავრესად წიწვოვანი ტყით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]