პეტრე დიდის რეფორმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუსეთის პირველმა იმპერატორმა პეტრე დიდმა რუსეთში მრავალი რეფორმა გაატარა. რეფორმები ეკონომიკაში ,განათლებაში,მეცნიერებაში კი რეფორმები ზედაპირულ ხასიათს ატარებდა. რადგან ბატონყმობის შენარრჩუნებისა და განმტკიცების პირობებში ძირეული გარდაქმნები ამ სფეროში შეუძლებელი იყო. ამიტომაც ვერ იქნა დაძლეული ჩამორჩენა ევროპის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით.

ძირითადი რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპაში „დიდი ელჩობის“ დროს პეტრე I მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი ევროპულ ყაიდაზე უნდა გარდაექმნა. პეტრე I ზრუნავდა რუსი ახალგაზრდობის განათლებაზე. ის აარსებდა სამეცნიერო დაწესებულებებს. განათლების მისაღებად პეტრე ახალგაზრდობას საზღვარგარეთ განათლების მისაღებად გზავნიდა. წერა-კითხვის გავრცელების გასაადვილებლად პეტრემ ხუცურ-სლავური შრიფტის ნაცვლად გამარტივებული და ადვილად მოსახმარი სამოალქალაქო ანბანი შემოიღო.

პეტრე დიდის დროს აიგო ბევრი მანუფაქტურა. ვაჭრობის განვითარებას ემსახურებოდა ბალტიის ფლოტისა და სამდინარო არხების მშენებლობა. პეტრე I-მა ბალტიის ზღვაზე ნევის შესართავთან დაიწყო დიდი სანვსადგურო ქალაქის მშენებლობა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან თავი მოუყარეს ათიათასობით გლეხს და ხელოსანს. ჭაობიან ადგილას აიგო ახალი ქალაქირომელსაც სანქტ-პეტერბურგი, ეწოდა. 1721 წლიდან სანქტ პეტერბურგი რუსეთის დედაქალაქი გახდა. პეტრე I-მა პეტერბურგის დაარსებიდან გარდაცვალებამდე მრავალი ცვლილება გაატარა.

შეიქმნა მეფის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოო სენატი და 12 კაციანი კოლეგია. თითოეული კოლეგია მმართველობის რომელიმე დარგს ედგნენ სათავეში. ჩამოყალიბდა სამხედრო, საადმირალო და საგარეო საქმეთა კოლეგიები. პეტრე I-მა გააუქმა პატრიარქობა, სამღვდელოება დაექვემდებარა სამღვდელოების კოლეგიას სინოდს.

პეტრე დიდი აჭრის წვერს, რუს ბოიარს. (რუსული კარიკატურა)

პეტრე დიდმა სახელმწიფო დაჰყო 8 გუბერრნიად შემდგომში გუბერნიების რაოდენობა გაიზარდა. გუბერნატორებს დიდი ფუნქციები ჰქონდათ.

სახელმწიფო ხაზინის შევსების მიზნით გატარდა საგადასახადო რეფორმები. აღწერეს გადასახადებით დასაბეგრი მამრობითი სქესის მოსახლეობა. თავადაზნაურობა და სამღვდელოება არ იბეგრებოდა. შემდგომში შეამოწმეს აღწერის სისწორე - ჩაატარეს რევიზია. აქედან მოყოლებული დროდადრო მართავდნენ დასაბეგრი მოსახლეობის აღწერას-რევიზიას. დაწესდა სულადობრივი გადასახადები.

პეტრე I- მა გააძლიერა ბატონყმობა და განამტკიცა მემამულეების მდგომარეობა. ამავდროულად ის თავადაზნაურებისგან მუდმივ სავალდებულო სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურს მოითხოვდა. ამაგვარად პეტრე დიდმა შექმნა პროფესიული არმია, ჯარი რიგითი შედგებოდა დაბალი ფენებისაგან, ოფიცრობა კი თავადაზნაურობისაგან შედგებოდა. პეტრე დიდის სამხედრო და სახელმწიფო რეფორმებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის უძლიერეს სამხედრო-ტოტალიტარულ იმპერიად ჩამოყალიბებაში .

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]