პეტრე (ცაავა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
პეტრე (ცაავა)
დროშა
დროშა
მიტროპოლიტი (ეპარქიის გარეშე)
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: პაატა რევაზის ძე ცაავა
დაბადება: 7 აპრილი, 1970 (1970-04-07) (53 წლის)
სენაკი
ბერად აღკვეცა: 27 აგვისტო, 2000
დიაკვნად კურთხევა: 28 აგვისტო, 2000
მღვდლად კურთხევა: 3 ნოემბერი, 2000
ეპისკოპოსად კურთხევა: 16 ივლისი, 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28 იანვარი, 2007
მიტროპოლიტობა ებოძა: 2 აგვისტო, 2010

მიტროპოლიტი პეტრე (ერისკაცობაში — პაატა რევაზის ძე ცაავა; დ. 7 აპრილი, 1970, სენაკი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი (ეპარქიის გარეშე).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრემ ერისკაცობაში დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1997 წლიდან 2000 წლამდე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 2000 წლის 27 აგვისტოს ბერად აღიკვეცა, მეორე დღეს კი დიაკვნად აკურთხეს. იმავე წლის 3 ნოემბერს მღვდლად აკურთხეს და მღვდელმონაზონ პეტრეს ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იმავე წლის 27ოქტომბერს კი, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვარიდან მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტის ხარისხი.

2019 წლის 31 ოქტომბერს, საპატრიარქოს ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ შეკრებილმა წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის მღვდელთმთავრობიდან განაყენა და შეუჩერა მღვდელმოქმედება[1], ხოლო ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა გრიგოლი (კაცია)[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]