პეკინის ოპერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სცენა პეკინის ოპერიდან

პეკინის ოპერა (გამარტ. ჩინ.: 京剧; ტრად. ჩინური: 京劇; პინ.: Jīngjù) — ტრადიციული ჩინური თეატრის ფორმა, რომელშიც გაერთიანებული მუსიკა, ვოკალური შესრულება, პანტომიმა, ცეკვა და აკრობატიკა. გაჩნდა გვიან XVIII საუკუნეში, ხოლო XIX საუკუნეში სრულად ჩამოყალიბდა და აღიარებულ იქნა. ეს ფორმა განსაკუთრებით პოპულარული იყო ქინის დინასტიის კარზე და დღეს ჩინეთის ერთ-ერთ კულტურულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მთავარი საშემსრულებლო დასები პეკინსა და ტიანძინში იმყოფება ჩრდილოეთით, და შანხაიში სამხრეთით. ხელოვნების ეს ფორმა ასევე პოპულარულია ტაივანში და გავრცელებულია აშშ-სა და იაპონიაშიც.