პაუერ მეტალი — მძიმე მეტალის ერთ-ერთი ქვეჟანრი, რომელიც აერთიანებს კლასიკური მეტალის ელემენტებს სპიდ მეტალთან, ხშირად სიმფონიურ კონტექსტში. ტერმინს ხმარობენ ორი განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმდინარეობის აღსანიშნავად: პირველი ჩამოყალიბდა და ფართოდ გავრცელდა ჩრდილო ამერიკაში, შედარებით მძიმე ხმით, რომელიც სპიდ მეტალს წააგავდა, და მეორე უფრო ფართოდ გავრცელებული და პოპულარული სტილი ევროპაში (განსაკუთრებით გერმანიაში, იტალიასა და სკანდინავიაში), ბრაზილიასა და იაპონიაში, რომელიც უფრო მელოდიური იყო და ხშირად იყენებდა კლავიშებს.