პარვუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარვუსი
სრული სახელი ნორბერტ კიში
დაიბადა 1 მარტი, 1981
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
ეროვნება უნგრელი
სფერო გრაფიკა, პიროგრაფია

პარვუსი (უნგრ. Párvusz; ნამდვილის სახელი ნორბერტ კიში[1], დ. 1 მარტი, 1981) — უნგრელი გრაფიკოსი და პიროგრაფი.

სტილი და ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარვუსს ნახატები ნორვეგიაში

სწავლობდა ბუდაპეშტში და სეგედში.[2][3] პარვუსის ნამუშევრები ძირითადად დახატულია ტუშით. ზოგჯერ მხატვარი იყენებს აკვარელს, თუმცა აქაც ძირითადი ფერი შავი და თეთრია.[2]

მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს უნგრელმა მხატვარმა ენდრე სასმა და ნიდერლანდელმა მორის ეშერმა. 2004 წელს მხატვარმა საკუთარი სტილი დახვეწა. 2005 წელს ლაპლანდიაში წავიდა. უნგრეთში დაბრუნების შემდეგ ხატვას საამის სიმბოლოებით იწყებს.[4] ამ პერიოდის საუკეთესო ნახატია „საამი მონა ლიზა“, რომელიც ნორვეგიაში გაიყიდა.[2] 2007 წელს მისი შვიდი სურათი იქნა გამოფენილი ნორვეგიის გალერეაში, ტრომსოში.[5] 2009 მხატვარმა ხელოვნების ახალი გზა აღმოაჩინდა და პიროგრაფიით, ხეზე ამოწვით, დაკავდა.[2]

კლასიკური მხატვრობის გარდა, ის ასევე მუშაობს კომიქსებზე. 2009 წელს მან შექმნა რამდენიმე კომიკური ფიგურა, ერთ-ერთი მათგანი იყო Cestgin the capricorn. ის დამზადებულ იქნა რეტორომანულენოვანი ჟურნალისათვის Punts. პირველი ორი გამოცემა 2010 წლის იანვარსა და თებერვალში გამოქვეყნდა.[6][7]

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]