პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
ემბლემა
ასოციაცია პანამის ფეხბურთის ფედერაცია
კონფედერაცია კონკაკაფი
მთავარი მწვრთვნელი დანიის დროშა ესპანეთის დროშა თომას კრისტიანსენი
კაპიტანი ჰაროლდ კამინგსი
ყველაზე მეტი კეპი გაბრიელ გომესი (149)
ბომბარდირი ლუის ტეხადა (43)
ბლას პერესი (43)
სტადიონი რომელ ფერნანდესი
ფიფა-ს კოდი PAN
ფიფა-ს რეიტინგი 58 (6 აპრილი, 2023)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 29 (მარტი, 2014)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 150 (აგვისტო, 1995)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
პანამის დროშა პანამა 2–1 ვენესუელა ვენესუელის დროშა
(პანამა, პანამა; 12 თებერვალი, 1938) [1]
უდიდესი გამარჯვება
პანამის დროშა პანამა 12–1 პუერტო-რიკო პუერტო-რიკოს დროშა
(ბარანკილია, კოლუმბია; 13 დეკემბერი, 1946) [2]
უდიდესი დამარცხება
პანამის დროშა პანამა 0–11 კოსტა-რიკა კოსტა-რიკას დროშა
(პანამა, პანამა; 16 თებერვალი, 1938) [3]
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 1 (პირველად 2018)
საუკეთესო შედეგი ჯგუფური ეტაპი, 2018
კონკაკაფის ოქროს თასი
გამოსვლა 8 (პირველად 1963)
საუკეთესო შედეგი მე-2 ადგილი, 2005, 2013

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ესპ. Selección de fútbol de Panamá) — ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო გუნდი, რომელიც წარმოადგენს პანამას საერთაშორისო მატჩებსა და საფეხბურთო ტურნირებზე. იმართება პანამის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. არის კონკაკაფის და ფიფას წევრი და მონაწილეობს მათ მიერ მოწყობილ საფეხბურთო ტურნირებსა და შეჯიბრებებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920-იანი და 1930-იანი წლების დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზებული ფეხბურთი პანამაში დაახლოებით 1920-იანი წლებიდან დაიწყო, რა დროსაც გამორჩეულ როლს თამაშობდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ დოქტორი ფიგე (Dr. Fige) ანტილის რეგიონში და განსაკუთრებით, პოლკოვნიკი გაბრიელ ბარიოსი (Gabriel Barrios) — იმ დროის პანამური სპორტის მნიშვნელოვანი მფარველი და მეცენატი. ამ პერიოდის შესახებ მოპოვებული პირველი ცნობები მიუთითებს პანამური ფეხბურთის ტრანსფორმაციის ათწლეულზე, რომლის ორგანიზაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო. თუმცა, სათანადო მხარდაჭერის ნაკლებობამ და იმ წლების მძიმე პირობებმა არ მისცა მას საერთაშორისო დონეზე გასვლისა და ასპარეზობის შესაძლებლობა.

პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩი 1938 წლის 12 თებერვალს ვენესუელის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა და პანამელთა გამარჯვებით 2–1 დასრულდა.

2000-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში პანამა ეთამაშებოდა აშშ-ის ნაკრებს, ხოლო მის კონკურენტს, მექსიკას უწევდა გასვლითი მატჩი კოსტა-რიკის წინააღმდეგ. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფი შედგებოდა ექვსი ნაკრებისგან, აქედან პირველი სამი პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ხვდებოდა, ხოლო მეოთხეს უნდა ეთამაშა გადათამაშება სხვა კონტინენტის წარმომადგენელთან. აშშ-ს, კოსტა-რიკას და ჰონდურასს გარანტირებული ჰქონდათ პირველი, მეორე და მესამე ადგილები, ხოლო მეოთხე ადგილზე მოსახვედრად იბრძოდნენ პანამა და მექსიკა. მექსიკას ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევდა, პანამას კი ესაჭიროებოდა აშშ-ის დამარცხება და მისი კონკურენტის მარცხი. ბოლო ტურში მექსიკა დამარცხდა კოსტა-რიკასთან 2–1, ხოლო პანამა 93-ე და 94-ე წუთებზე გაშვებული გოლებით დამარცხდა აშშ-ს ნაკრებთან 2–3 და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა.[4]

2017 წლის 11 ოქტომბერს პანამასთვის ნანატრი დღე დადგა და პანამის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. შესარჩევი ეტაპის ჯგუფში პანამასთან ერთად კიდევ ხუთი გუნდი იბრძოდა ტურნირზე მოსახვედრად: მექსიკა, კოსტა-რიკა, აშშ, ჰონდურასი და ტრინიდადი და ტობაგო. აქედან მხოლოდ პირველი სამი გუნდი ხვდებოდა მსოფლიო ჩემპიონაზე პირდაპირი გზით, მეოთხე გადათამაშებას თამაშობდა ოკეანეთის წარმომადგენელთან. მექსიკას და კოსტა-რიკას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ბოლო ტურისთვის უკვე გარანტირებული ჰქონდათ, მესამე (და მეოთხე) ადგილისთვის კი სწორედ პანამა, აშშ და ჰონდურასი იბრძოდნენ. ბოლო ტურში აშშ-ის ნაკრებს ფრეც კი ხელს აძლევდა მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, თუმცა ისინი დამარცხდნენ ჯგუფის აუტსაიდერ ტრინიდად და ტობაგოსთან, საპირისპიროდ პანამას ნაკრებმა კი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოახერხა კოსტა-რიკის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიცირდა. თავისი მატჩი ჰონდურასმაც მოიგო, თუმცა ბურთების უარესი სხვაობის გამო იგი მეოთხე ადგილზე გავიდა.

11 ოქტომბერი პანამის პრეზიდენტმა ხუან კარლოს ვარელამ ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში გაიმართა, პანამის და ისლანდიის ეროვნული გუნდები იყვნენ ერთადერთი დებიუტანტები. პანამას ჯგუფში კენჭისყრის შედეგად მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის და ტუნისის ნაკრებები. პირველი მატჩი პანამას უნდა გაემართა ბელგიის წინააღმდეგ. ბელგიის ნაკრები თავისი „ოქროს თაობის“ ვარსკვალავებით იყო დაკომპლექტებული. პანამის ნაკრების მწვრთნელმა ერნან გომესმა იმედიანი განცხადება გააკეთა მატჩის წინ: „თუ ისლანდიამ მიაღწია წარმატებას არგენტინასთან, პანამამაც შეიძლება აჩვენოს კარგი შედეგი“ (წინა დღეს ისლანდიის ნაკრებმა 1–1 ითამაშა არგენტინასთან). ამის მიუხედავად, პანამამ 0–3 წააგო. მეორე მატჩში პანამა ინგლისს დაუპირისპირდა და 1–6 დამარცხდა. პანამას მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა ფელიპე ბალოიმ. ბოლო ტურში პანამა 1-2 დამარცხდა ტუნისთან და ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა ტურნირს. [5][6]

პანამის ნაკრების მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვრთნელი პერიოდი ქვეყანა
რომეო პარავიჩინი 1938* ურუგვაის დროშა ურუგვაი
მანუელ სანჩეს დიურანი 1941 პერუს დროშა პერუ
ემელ ოსპინო 1946 პანამის დროშა პანამა
ოსკარ რენდოლი 1946 ჩილეს დროშა ჩილე
ოსკარ სუმან კარილიო 1949 პანამის დროშა პანამა
გილბერტო კასანოვა 1950 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
მოზეს შტერნი 1950 ავსტრიის დროშა ავსტრია
ოსკარ რენდოლი 1951 ჩილეს დროშა ჩილე
როხელიო დიასი 1952 პანამის დროშა პანამა
ემელ ოსპინო 1956 პანამის დროშა პანამა
ხოსე კასაბლანკა 1961 ესპანეთის დროშა ესპანეთი
რაულ „ჩე“ ალვარესი 1963–1964 არგენტინის დროშა არგენტინა
ხოსე კასაბლანკა 1967 ესპანეთის დროშა ესპანეთი
ლუის კარლოს პონსე 1967 პანამის დროშა პანამა
ნესტორ ვალდესი 1969 ჩილეს დროშა ჩილე
უგო ტასარა 1971–1973 ჩილეს დროშა ჩილე
რენატო პანაი 1976 ჩილეს დროშა ჩილე
ომარ მურაკო 1978 არგენტინის დროშა არგენტინა
ედგარდო ბალდი 1979 ურუგვაის დროშა ურუგვაი
ლუი ბორგინი 1980 ურუგვაის დროშა ურუგვაი
რუბენ კარდენასი 1980 პანამის დროშა პანამა
ორლანდო მუნიოსი 1984 პანამის დროშა პანამა
კარლოს კავანიარო 1984 არგენტინის დროშა არგენტინა
ხუან კოლეკიო 1986–1987 არგენტინის დროშა არგენტინა
მიგელ ანხელ მანსილია 1987–1988 ურუგვაის დროშა ურუგვაი
მიგელ ანხელ მანსილია 1990 ურუგვაის დროშა ურუგვაი
საულ სუარესი 1991–1992 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
გუსტავო დე სიმონე 1992–1993 ურუგვაის დროშა ურუგვაი
საულ სუარესი 1993–1994 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
სესარ მატურანა 1995–1996 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ოსკარ არისტისაბალი 1996–1997 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ორლანდო მუნიოსი 1998–1999 პანამის დროშა პანამა
ოსკარ არისტისაბალი 1999 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
მიგელ ანხელ მანსილია 1999–2000 ურუგვაის დროშა ურუგვაი
ესეკიელ ფერნანდესი 2000 პანამის დროშა პანამა
ლეოპოლდო ლი 2000 პანამის დროშა პანამა
მიჰაი სტოიჩიტა 2001** რუმინეთის დროშა რუმინეთი
ბილი სტენინგი 2001–2002 ინგლისის დროშა ინგლისი
კარლოს ალბერტო და ლუსი 2002–2003 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
გონსალო სოტო 2003 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ხოსე ეუხენიო ერნანდესი 2004–2005 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ხულიო დელი ვალდესი
ხორხე დელი ვალდესი
2006 პანამის დროშა პანამა
ვიქტორ რენე მენდიეტა 2006 პანამის დროშა პანამა
ალექსანდრე გიმარაეში 2006–2008 ბრაზილიის დროშა ბრაზილია
კოსტა-რიკას დროშა კოსტა-რიკა
გარი სტემპელი 2008–2009 პანამის დროშა პანამა
ინგლისის დროშა ინგლისი
ხორხე დელი ვალდესი 2010 პანამის დროშა პანამა
ხულიო დელი ვალდესი 2010–2013 პანამის დროშა პანამა
ერნან დარიო გომესი 2014–2018 კოლუმბიის დროშა კოლუმბია
გარი სტემპელი 2018–2019 პანამის დროშა პანამა
ინგლისის დროშა ინგლისი
ხულიო დელი ვალდესი 2019 პანამის დროშა პანამა
ამერიკო გალიეგო 2019–2020 არგენტინის დროშა არგენტინა
თომას კრისტიანსენი 2020– დანიის დროშა დანია
ესპანეთის დროშა ესპანეთი

* 1938 წლის თებერვალი. ** 2001 წლის თებერვალი-აგვისტო.

რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ გომესი — პანამის რეკორდსმენი 149 მატჩით.

ჩატარებული მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

N.º ფეხბურთელი პერიოდი მატჩი გოლი
1 გაბრიელ გომესი 2003–2018 149 12
2 ხაიმე პენედო 2003–2018 136 0
3 ალბერტო კინტერო 2007 129 7
4 ბლას პერესი 2001–2018 124 43
5 ანიბალ გოდოი 2010 124 3
6 არმანდო კუპერი 2006 123 9
7 რომან ტორესი 2005–2021 119 10
8 ლუის ტეხადა 2001–2018 108 43
9 ფელიპე ბალოი 2001–2018 103 4
10 გაბრიელ ტორესი 2005 102 24

ბომბარდირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუის ტეხადა — პანამის საუკეთესო ბომბარდირი 43 გოლით.
N.º ფეხბურთელი პერიოდი გოლი მატჩი
1 ლუის ტეხადა 2001–2018 43 108
2 ბლას პერესი 2001–2018 41 122
3 გაბრიელ ტორესი 2005– 24 102
4 ლუის ერნესტო ტაპია 1960–1979 20 77
5 ხორხე დელი ვალდესი 1990–2005 19 48
6 ხამეს სანტიაგო ანდერსონი 1938–1948 18 23
7 ხულიო დელი ვალდესი 1990–2006 18 47
8 კარლოს მარტინესი 1946–1954 17 20
9 რობერტო ბრაუნი 2000–2011 16 54
10 გაბრიელ გომესი 2003–2018 12 149
11 როლანდო ბლექბერნი 2010– 12 51

მსოფლიო ჩემპიონატებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალური ტურნირები შესარჩევი ტურნირები
წელი შედეგი ადგილი გბ მბ ნშ გბ მბ
ურუგვაის დროშა 1930 არ იყო ფიფას წევრი არ იყო ფიფას წევრი
იტალიის დროშა 1934
საფრანგეთის დროშა 1938 უარი თქვა
მონაწილეობაზე
უარი თქვა
მონაწილეობაზე
ბრაზილიის დროშა 1950
შვეიცარიის დროშა 1954
შვედეთის დროშა 1958
ჩილეს დროშა 1962
ინგლისის დროშა 1966
მექსიკის დროშა 1970
დასავლეთ გერმანიის დროშა 1974
არგენტინის დროშა 1978 ვერ გავიდა 6 1 1 4 7 21
ესპანეთის დროშა 1982 8 0 1 7 3 24
მექსიკის დროშა 1986 2 0 0 2 0 4
იტალიის დროშა 1990 2 0 1 1 1 3
აშშ-ის დროშა 1994 2 1 0 1 2 5
საფრანგეთის დროშა 1998 8 3 2 3 14 13
სამხრეთ კორეის დროშა იაპონიის დროშა 2002 10 3 1 6 9 19
გერმანიის დროშა 2006 18 4 4 10 19 32
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა 2010 2 1 0 1 2 3
ბრაზილიის დროშა 2014 20 8 7 5 31 18
რუსეთის დროშა 2018 ჯგუფური ეტაპი 32-ე 3 0 0 3 2 11 16 6 5 5 16 15
კატარის დროშა 2022 ვერ გავიდა 20 11 4 5 38 21
კანადის დროშა მექსიკის დროშა აშშ-ის დროშა 2026 მოგვიანებით დადგინდება მოგვიანებით დადგინდება
სულ ჯგუფური ეტაპი 1/22 3 0 0 3 2 11 114 38 26 50 142 178

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2 ვიცე-ჩემპიონი: 2005, 2013
  • 3 მესამე ადგილი: 2011, 2015
  • 1 ჩემპიონი: 2009
  • 2 ვიცე-ჩემპიონი: 2007, 2017
  • 3 მესამე ადგილი: 1993, 2011, 2014
  • CCCF ჩემპიონატი
  • 1 ჩემპიონი: 1951
  • 3 მესამე ადგილი: 1948

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]