ოჩამჩირე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ოჩამჩირე
Очамчыра

შადრევანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირე
კოორდინატები 42°43′00″ ჩ. გ. 41°28′00″ ა. გ. / 42.71667° ჩ. გ. 41.46667° ა. გ. / 42.71667; 41.46667
პირველი ხსენება VI საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ცენტრის სიმაღლე 5 მეტრი
მოსახლეობა 5280 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 445[1]
საფოსტო ინდექსი 7100[2]
საავტომობილო კოდი ABH
ოჩამჩირე — საქართველო
ოჩამჩირე
ოჩამჩირე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ოჩამჩირე

ოჩამჩირე (აფხ. Очамчыра) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, სოხუმიდან 58 კმ., ზუგდიდიდან 51 კმ. ოჩამჩირე სარკინიგზო კვანძია, აქედან რკინიგზის განშტოება მიემართება სამრეწველო ქალაქ ტყვარჩელისაკენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1855 წელს წარმოადგენდა ვრცელ, მაგრამ ნაწილობრივ დასახლებულ პუნქტს. ცხოვრობდნენ აფხაზები, ბერძნები, რუსები და თურქები. აქ მდებარეობდა აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის რეზიდენცია, ხოლო ოჩამჩირიდან 3 საათის სავალ მანძილზე მდებარეობდა მისი სანადირო ნაკრძალი. იყო კოდორის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წლის 10 ნოემბერს. 1991 წელს მისი მოსახლეობა შეადგენდა 20,6 ათას ადამიანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]