ოქსიტანური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქსიტანური ენა
occitan, lenga d'òc
გავრცელებულია საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
იტალიის დროშა იტალია
მონაკოს დროშა მონაკო
მოლაპარაკეთა რაოდენობა 2,000,000
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები

იტალიური

რომანული
დასავლეთ-რომანული
გალურ-იბერიული
გალურ-რომანული
დამწერლობის სისტემა ლათინური
რუკა


ოქსიტანური ენარომანული ენა, რომელზეც ლაპარაკობენ სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, მონაკოსა და ესპანეთში. მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა რომანულ ჯგუფს, რომელიც მონათესავე კატალანურ ენასთან[1] ერთად ქმნის ოქსიტანურ-რომანულ ენათა ქვეჯგუფს.

ოქსიტანური ენა წარმოადგენს ესპანეთის ავტონომიური რეგიონის — კატალონიის ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ცნობილია როგორც არანული დიალექტი).[2] 2010 წლის სექტემბერში კატალონიის პარლამენტმა არანულ ოქსიტანური ენა დაამტკიცა როგორც ვალ დ’არანის რაიონის ოფიციალური ენა.

ტერმინი პროვანსული დიალექტი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ოქსიტანური ენის ტრადიციული სინონიმი.

1999 წლის მდგომარეობით ოქსიტანურ ენაზე ლაპარაკობდა 2,000,000 ადამიანი.[3] არის საფრთხეში მყოფი ენა, ამიტომ იუნესკომ ოქსიტანური ენა შეიტანა წითელ წიგნში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Smith and Bergin. Old Provençal Primer, p. 9.
  2. As stated in its Statute of Autonomy approved. See Article 6.5 in the Parlament-cat.net დაარქივებული 2013-08-26 საიტზე Wayback Machine. , text of the 2006 Statute of Catalonia (PDF)
  3. « De fait, le nombre des locuteurs de l’occitan a pu être estimé par l’INED dans un premier temps à 526 000 personnes, puis à 789 000, » ("In fact, the number of occitan speakers was estimated by the French Demographics Institute at 526,000 people, then 789,000") Philippe Martel, "Qui parle occitan ?" in Langues et cité n°10, décembre 2007.