ჯეიმზ ბონდის სერიის ფილმის „ოქროსთვალი“ (ინგლ.GoldenEye) საუნდტრეკი გამოვიდა 1995 წლის 14 ნოემბერს, EMI-ზე. მასში შეტანილი მუსიკის კომპოზიტორი არის ერიკ სერა.
კომპოზიციები სრულდება სინთეზატორებზე. მათ შორის არის სახეცვლილი „James Bond Theme“. მთავარი სიმღერაა „GoldenEye“, დაწერილი ბონოსა და The Edge-ის და შესრულებული ტინა ტერნერის მიერ. ფილმის წამყვანი სიმღერის სახით განიხილებოდა Ace of Base-ის მიერ დაწერილი „GoldenEye“, თუმცა იგი არ გამოიყენეს. ჯგუფმა ის მოგვიანებით „The Juvenile“-ის სახით, 2002 წლის ალბომ Da Capo-ზე წარადგინა. გარდა ბონდის სტილის ბასის პარტიისა, აშკარაა, რომ The Goldeneye-ს უბრალოდ ჩაენაცვლა სიტყვა The Juvenile.