ორნითოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორნითოლოგია — ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს ფრინველებს. მათ ეკოლოგიას, სისტემატიკას, ქცევებს, ხმებს, მიგრაციებს და სხვა. ტერმინი „ორნითოლოგია“ შემოიღო იტალიელმა ბუნებისმეტყველმა ულისე ალდროვანდიმ XVI საუკუნის ბოლოს. ორნითოლოგიის ისტორია იწყება ძვ. წ. IV საუკუნეში და უკავშირდება არისტოტელეს სახელს, რომელმაც თავის „ცხოველთა ისტორიაში“ აღწერა 170 ფრინველი. I-II საუკუნეებში ფრინველთა შესახებ ბევრ ცნობას ვხვდებით გაიუს პლინიუს უფროსის, შუა საუკუნეებში — ფრიდრიხ II ჰოენშტაეფენის თხზულებებში. XVI-XVII საუკუნეებში გამოქვეყნდა რამდენიმე შემაჯამებელი ხასიათის თხზულება. თანამედროვე მეცნიერულ ნომენკლატურისა და კლასიფიკაციის საფუძვლები მოცემულია კარლ ლინეს „ბუნების სისტემაში“ (I გამოცემა, 1735). ჟორჟ ბიუფონმა გამოსცა მსოფლიოს ფრინველთა მიმოხილვა (ტ. 1-10, 1770-1778). აღწერილობითი ხასიათის ნაშრომები ჭარბობდა XIX საუკუნის II ნახევრამდე. 1859 წელს ჩარლზ დარვინმა გამოაქვეყნა ნაშრომი გალაპაგოსის მთიულებზე, შექმნა, ორგანული სამყაროს ევოლიციური თეორია, რომელმაც სტიმული მისცა გამოკვლევებს ფილოგენიასა და შედარებით მორფოლოგიაში.

საქართველოს ფრინველებზე მნიშვნელოვანი ცნობები დაგვიტოვეს გ. რადემ, კ. სატუნინმა. პირველი ქართული მეცნიერული ნაშრომი ორნითოლოგიაში ეკუთვნის პ. საყვარელიძეს, რომელმაც 1913 წელს გამოსცა სტატია ქართლის ფრინველებზე. მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვთ ი. ჩხიკვიშვილს, ა. ჯანაშვილს, ლ. ჩინჩალაძეს, რ. ჟორდანიას, მ. კუტუბიძეს. 1973 წლიდან თსუ-ში იკითხება ორნითოლოგიის კურსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]