ისტორია — პირველად გამოიკვლიეს ფრანგებმა XVII საუკუნეში, ინგლისელების ხელში გადავიდა პარიზის 1763 წლის შეთანხმებით. იყო მცდელობა შეექმნათ ერთი პროვინცია ფრანგულენოვან კვებეკთან ერთად, რაც კრახით დასრულდა. 1867 წლიდან ონტარიო პროვინცია გახდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაახლ. 2 მლნ ევროპელი მიგრანტი დასახლდა ონტარიოში.