ოზბორნ რეინოლდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოზბორნ რეინოლდსი
ინგლ. Osborne Reynolds
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1842(1842-08-23)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი ბელფასტი[7]
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 1912(1912-02-21)[1] [2] [3] [4] (69 წლის)
გარდ. ადგილი Watchet[2] [1]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიკოსი, civil engineer, ინჟინერი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი მანჩესტერის ვიქტორიას უნივერსიტეტი
ალმა-მატერი დედოფლის კოლეჯი[8] [2] [1]
განთქმული მოსწავლეები ჯოზეფ ჯონ თომსონი[9]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[10], სამეფო მედალი[9] , ბეიკერის სახელობის ლექცია და Dalton Medal

ოზბორნ რეინოლდსი (ინგლ. Osborne Reynolds; დ. 23 აგვისტო, 1842, ბელფასტი – გ. 21 თებერვალი, 1912, უოჩეტი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ინჟინერი, რომელიც ძირითადად მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის დარგში. მისმა გამოკვლევებმა სითბოგამტარობაში მყარ სხეულებსა და სითხეებს შორის გამოიწვია სახარში და გამაციებელი დანადგარების ტექნოლოგიის დახვეწა.

იყო ლონდონი სამეფო საზოგადოების წევრი 1877 წლიდან.

ცხოვრება და მოღვაწეობა ჰიდროდინამიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1867 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი. 1888 წელს სათავეში ჩაუდგა უიტუორთის საინჟინრო ლაბორატორიას. მისი მთავარი შრომები ეხება ბლანტი სითხის დინებათა დინამიური მსგავსების, ტურბულენტურობისა და შეზეთვის თეორიებს. 1876-83 წლებში ექსპერიმენტულად დაადგინა ცილინდრულ მილებში ლამინარული დინების ტურბულენტურ დინებად გადასვლის კრიტერიუმი. ამ ექსპერიმენტების შედეგად რეინოლდსმა იპოვა დინების მახასიათებელი უგანზომილებო რიცხვი (რეინოლდსის რიცხვი), რომელიც წარმოადგენს სითხეში ინერციული და ბლანტი ძალების ფარდობას. გარდა ამისა, რეინოლდსი იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც გამოიყენა ტურბულენტური სიდიდეების ე.წ. რეინოლდსის გასაშუალოება, რაც დინების მახასიათებელი სიდიდეების (მაგ. სიჩქარის და წნევის) საშუალო და შეშფოთებულ ნაწილად დაშლას გულისხმობს.

დიდი წვლილი შეიტანა შეზეთვის ჰიდროდინამიკური თეორიის განვითარებაში.

გამოიკვლია აგრეთვე მბრუნავი ხრახნის ფრთაზე კავიტაციის მოვლენა, ბგერის ატმოსფერული რეფრაქცია და სხვ[11].

სხვა შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ რეინოლდსმა დაახლოებით 70 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ბოლოს, გამოიცა რეინოლდსის შრომების სრული კრებული სამ ტომად [12]. ჰიდროდინამიკის გარდა მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ისეთ არეებს, როგორიცაა თერმოდინამიკა, გაზების კინეტიკური თეორია და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. Dictionary of Irish BiographyRIA.
  7. Рейнольдс Осборн // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. https://iopscience.iop.org/article/10.1088/1742-6596/530/1/012001/pdf
  9. 9.0 9.1 https://personalpages.manchester.ac.uk/staff/jdjackson/Osborne%20Reynolds/oreynb.htm
  10. https://iopscience.iop.org/article/10.1088/1742-6596/530/1/012001/pdf — გვ. 5.
  11. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 341.
  12. ოსბორნ რეინოლდსის შრომების კრებულის კატალოგი და რეზიუმე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: 2010-03-11.