ობშჩი-სირტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ობშჩი-სირტი
კოორდინატები: 52°18′ ჩ. გ. 52°11′ ა. გ. / 52.300° ჩ. გ. 52.183° ა. გ. / 52.300; 52.183
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
უმაღლესი წერტილი მედვეჟი-ლობი
სიმაღლე 405 
სიგრძე 500 კმ
ობშჩი-სირტი — რუსეთი
ობშჩი-სირტი

ობშჩი-სირტი (რუს. Общий Сырт; ყაზახ. Жалпы Сырт) — ბორცვიანი მაღლობი რუსეთის ევროპული ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და ყაზახეთში. განედური მიმართულებით გადაჭიმულია დაახლოებით 500 კმ-ზე. აღმოსავლეთით ებჯინება სამხრეთი ურალის მთებს. სიმაღლე 405 მ-მდე (მედვეჟი-ლობი). იყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ ტერიტორიებად. ობშჩი-სირტზე გადის მდინარეების ვოლგისა და ურალის აუზების წყალგამყოფი.

აგებულია ქვიშაქვებით, თიხებით, პერმული და მეზოზოური ასაკის კირქვებით. დამახასიათებელია პლატოსებრი წყალგამყოფები და საფეხურებიანი კალთები. ადგილ-ადგილ გვხვდება გუმბათისებური შთენილები — შიხანები. განვითარებულია კარსტი. ჭარბობს კორდიან-მარცვლოვანი სტეპები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]