ნიკომედე IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკომედე III ფილოპატორი (გ. ძვ. წ. 74) — ბითინიის მერვე მეფე. (ძვ. წ. 94-74 წწ.), ნიკომედე III-ის შვილი. რომის მხარდაჭერით ძვ. წ. 89 წელს გაილაშქრა მითრიდატე VI-ის წინააღმდგ. ამან გამოიწვია მითრიდატეს პირველი ომი (ძვ. წ. 89-84 წწ.), რომლის დროსაც მითრიდატემ დაიპყრო ბითინია. ძვ. წ. 84 წელს ნიკომედე IV-მ სამეფო ტახტი დაიბრუნა. გარდაცვალების წინ ბითინია მან რომს უანდერძა. ნიკომედე IV-ის ძის ინტერესების დამცველად გამოვიდა მითრიდატე VI და რომს ომი გამოუცხადა, რითაც დაიწყო მითრიდატეს მესამე ომი (ძვ. წ. 74-64 წ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]