ნიკოლა სარკოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა სარკოზი
Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa
ნიკოლა სარკოზი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa
საფრანგეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 მაისი, 2007 – 15 მაისი, 2012
პრემიერ-მინისტრი  ფრანსუა ფიიონი
წინამორბედიჟაკ შირაკი
მემკვიდრეფრანსუა ოლანდი

საფრანგეთის
შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 მაისი, 2005 – 26 მარტი, 2007
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
პრემიერ-მინისტრიდომინიკ დე ვილპენი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მაისი, 2002 – 31 მარტი, 2004
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
პრემიერ-მინისტრიჟან-პიერ რაფარენი

საფრანგეთის
ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მარტი, 2004 – 28 ნოემბერი, 2004
პრეზიდენტიჟაკ შირაკი
პრემიერ-მინისტრიჟან-პიერ რაფარენი

საფრანგეთის
ბიუჯეტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მარტი, 1993 – 10 მაისი, 1995
პრეზიდენტიფრანსუა მიტერანი
პრემიერ-მინისტრიედუარდ ბალადიური

დაბადებული28 იანვარი, 1955 (1955-01-28) (69 წლის)
პარიზი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაUMP
მამაპოლ სარკოზი
დედაანდრე მალა
მეუღლემარი-დომინიკ კიულიოლი (1982–1996)
სესილია სიგანერ-ალბენისი (1996–2007)
კარლა ბრუნი (2008–დღემდე)
შვილებიპიერი (კიულიოლისგან)
ჟანი (კიულიოლისგან)
ლუი (სიგანერ-ალბენისისგან)
პროფესიაადვოკატი
რელიგიაკათოლიკე
ჯილდოებიწმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
დიდების ორდენი
დიდების ორდენი
ხელმოწერა

ნიკოლა სარკოზი (ფრანგ. Nicolas Sarkozy, სრული სახელი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa; დ. 28 იანვარი, 1955, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი.

პრეზიდენტობამდე იყო საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) ლიდერი. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჟან-პიერ რაფარენის პირველ ორ მთავრობაში (2002-2004), იყო ფინანსთა მინისტრი რაფარენის ბოლო მთავრობაში და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენის მთავრობაში (2005-2007).

სარკოზი ასევე იყო დეპარტამენტ ო-დე-სენის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი (2004-2007 წლებში) და ნიოი-სიურ-სენის მერი (1983-2002). იგი ასევე იყო საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი ედუარდ ბალადიურის მთავრობაში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.

საგარეო პოლიტიკურ საკითხებში იგი მომხრეა საფრანგეთის ახლო კავშირის აშშ-თან. მისი მეტსახელია „სარკო“ (Sarko), რომელსაც ეძახიან როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე ოპონენტები.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ნიკოლა სარკოზის ინდოეთში ვიზიტისას მასპინძლებისგან მასზე დაბალი სიმაღლის მცველების დანიშვნა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ინდურმა გამოცემამ „The Daily News and Analysis“ გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის სურვილის შესრულება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო დაცვის სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელი მაღალია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: