ნიდერლანდური (ეტიმოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიდერლანდური ენა წარსულში სხვადასხვა სახელებით იყო ცნობილი, რომელთაგან ისტორიულად გამოყენების თვალსაზრისით მეტ-ნაკლები სიხშირით გამოირჩევა შემდეგი სახელწოდებები:

  • ნედერლანდური Nederlands
  • ნედერდუიცი Nederduits
  • დიეცი, დუიცი Diets, Duits
  • ჰოლანდ(ი)ური Hollands
  • ფლამური Vlaams
  • ჰოოხ-აფრიკაანსი Hoog-Afrikaans

ისტორიული მართლწერა, ჰიპოთეზები, ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფორმა „ნიდერლანდურის“ როგორც ზედსართავი სახელის დაბოლოება სუფიქს "-sch"-ზე ("Nederlandsch", "Duitsch" და ა.შ..) ნიდერლანდებში 1947 წლამდე ითვლებოდა ორთოგრაფიულ ნორმად. სუფიქს "sch"-ს სულ მცირე მე-20 საუკუნეში წარმოთქვამდნენ როგორც "s", ხოლო ამ ასოთშეთანხმების "ch"-საგან შემდგარი დანარჩენ ნაწილს ამ დროისათვის ფონეტიკური ფუნქცია უკვე დაკარგული ჰქონდა და მას მხოლოდ ტრადიციის გამო წერდნენ. ეს "sch" წარმოადგენს შუა, ან საშუალო ნიდერლანურის "sc" ერთ-ერთ წინარე ფორმას, რომელიც მაშინ უნდა წარმოეთქვათ როგორც "sk" [სკ]. ეს უკანასკნელი სკანდინავიურ ენებში დღესაც ასე წარმოითქმის. (მაგ.; „გერმანული“ დანიურ ენაზე = Tysk ).

რაც შეეხება "ui"-ს სიტყვაში "Duits", მას უწინ წერდნენ აგრეთვე როგორც "uy". ეს "uy" თავის მხრივ საშუალო ნიდერლანდურ "uu"-ს უკავშირდება, და მისი ფონეტიკური ჟღერადობა დაახლოებით უნდა ყოფილიყო გერმანული გრძელი უმლაუტიანი "ü"-ს მსგავსი. არსებული "ie" წარმოადგენს "uu"-ს სამხრეთდასავლურ დიალექტურ ვარიანტს.

ამ მიზეზის გამო არის, რომ ლიტერატურაში, ისტორიულ წყაროებში "Duits"-ის გვერდით "Duitsch", "Duytsch", "Duutsch", "Duutsc", "Dietsch" და "Dietsc" ფორმებიც გვხვდება.

ფორმები Þeudisk და theodiscus[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდურის ყველაზე ძველი და ცნობილი სახელი არის ზედსართავი სახელი þeudisk. ეს სიტყვა წერილობითი ფორმით არსად არაა დამოწმებული, მაგრამ არსებობს მისი ლათინურენოვანი ფორმა: theodiscus. ვარაუდობენ, რომ ეს სახელი მე-6 საუკუნეში დასავლეთფრანკეთის მხარეში შელდეს ზემო დინებასთან უნდა გაჩენილიყო, ანდა მე-8 საუკუნეში პირველად კაროლინგების კარზე უნდა გამოეყენებინათ ეს სახელდება. ყველაზე და ცნობილი ტექსტი, რომელშიც ხსენებული ლათინური ფორმაა შემორჩენილი, არის „წმინდა ტრუდონის ცხოვრება“ („Vita Sancti Trudonis“).

ზედსართავი სახელი „þeudisk“ ნაწარმოებია გერმანული არსებითი სახელისაგან þeudô-, რომელიც "ხალხს" აღნიშნავს. აქედან გამომდინარე Þeudisk ნიშნავს "ხალხისას, ან ხალხის კუთვნილს", ხოლო ენასთან მიმართებაში "ხალხურს" უნდა ნიშნავდეს. ძველი ზემოგერმანული „diu diutisca zunga“ და ლათინური „theodisca lingua“ ნიშნავს არა "გერმანულ ენას", არამედ "ხალხურ ენას", ანუ იგულისხება სწავლულთა ენის (ლათინურის) საპირისპირო ენა. მაშასადამე სიტყვა „Þeudisk“ აღნიშნავდა არა მხოლოდ "ქვემოგერმანულს" - მას გააჩნდა მეტად მომცველი მნიშვნელობა.

შენიშვნები:

  1. „þ“ ტექნიკური მიზეზების გამო გადმოიცემა th-ს მეშვეობით. იგი წარმოითქმის დაახლოებით როგორც ინგლისური „th“.
  2. „eu“ სიტყვაში „þeudisk“ წარმოითქმებოდა დაახლოებით როგორც "ეუ" (და არა როგორ გერმანული დიფტონგი „იო“.

ლათინური ალტერნატივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდური და გერმანული ენებისთვის ლათინურ ენაზე მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა სახელწოდებები teutonicus და germanicus.

Þeudisk ხალხის ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდურში ძველი þeudisk-საგან, ან (ლათინური) theodiscus-საგან წარმოიშვა duutsc-ისა და dietsc-ის საშუალო ნიდერლანდური ვარიანტები. „Dietsc“ არის დასავლური, ხოლო „duutsc“ კი აღმოსავლური და ჩრდილოაღმოსავლური ფორმები. რაინის მხარეში გამოყენებაში იყო ფორმა „diutesch“, ხოლო საშუალო ქვემოგერმანულში კი „dudesch“.

ძველფრანგული ფორმა „Thiois“ არის აგრეთვე „þeudisk“-ის გაგძრელება. ძველი ფრანგები „Thiois“-ის უწოდებდნენ ფლანდრიის, ბრაბანტისა და ლიმბურგის, ზოგჯერ აგრეთვე ჰოლანდისა (რეგიონი) და ზელანდის მცხოვრებთ.

სახელი „dietsc“ და „duutsc“ აღნიშნავდა არა "Deutsch"-ს, ანუ დღევანდელი გაგებით გერმანელს, არამედ „დასავლეთგერმანიკულ“ ენაზე მოლაპარაკეს და იგი რომანულ ენებზე მოლაპარაკეთა, განსაკუთრებით კი ფრანგულ ენაზე მოსაუბრეთა მიმართ თავის შემოსაზღუდად გამოიყენებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • G.A.R. de Smet: Die Bezeichnungen der niederländischen Sprache im Laufe ihrer Geschichte; გამოცემაში: Rheinische Vierteljahrsblätter 37 (1973), გვ. 315-327
  • L.J. Pauwels: Moeilijkheden met de benaming van onze taal; გამოცემაში: Jacob Hoogteijling, Taalkunde in artikelen, tweede druk Groningen 1969, ISBN 90-01-40425-1, გვ. 436-451
  • Luc de Grauwe: "also wel ... overlantsche als nederlantsche tale ende sprake". Zur späten Bifurkation Deutsch und Niederländisch im Sprachbewusstsein des Mittelalters und der Frühen Neuzeit; წიგნში: Lothar Jordan (რედ.), Niederländische Lyrik und ihre deutsche Rezeption in der Frühen Neuzeit, Wiesbaden 2003, ISBN 3-447-04705-4;
  • J. Verdam: Uit de Geschiedenis der Nederlandsche Taal, Vierde druk, herzien door Dr. F. A. Stoett, Zutphen 1923, გვ. 1-5
  • C.B. van Haeringen: Netherlandic Language Research, second edition Leiden 1960; გვ. 9