ნეფერტიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეფერტიტი (Nfr-nfr.w-Jtn Nfr.t-jty )
იეროგლიფებში
<
M17X1
N35
N5
F35F35F35F35M18X1
Z4
B1
>
ნეფერტიტი

ნეფერტიტის ბიუსტი ბერლინის ნოიეს მუზეუმიდან
ეგვიპტის დიდი დედოფალი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 1351
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 1334 [1]
წინამორბედი: ტიია
მემკვიდრე: ანხესენამონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. XIV საუკუნე
დაბ. ადგილი: თებე
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 1330
გარდ. ადგილი: ამარნა
მეუღლე: ეხნატონი
შვილები: მერიტატონი, მეკეტატენი, ანხესენამონი
დინასტია: XVIII დინასტია
მამა: ეიე

ნეფერტიტი (ძვ. ეგვ. Nfr-nfr.w-Jtn-Nfr.t-jty; უმშვენიერესი ატონის ლამაზმანთა შორის, ლამაზმანი მოვიდა) — ეგვიპტის დიდი დედოფალი, ამენჰოტეპ IV-ის (მოგვიანებით ეხნატონი) მეუღლე და ფარაონ ტუტანხამონის სიდედრი. სავარაუდოდ ის თავადაც იყო მმართველი სახელით ნეფერნეფერუატენი მცირე ხნით მეუღლის გარდაცვალების შემდეგ და ტუტანხამონის გამეფებამდე.

მისი სახელი დაახლ. ნიშნავს „ულამაზესი (უნაკლო) ქალბატონი მოვიდა“. საქვეყნოდ ცნობილი გახდა მისი ბიუსტის აღმოჩენიდან (ამჟამად ბერლინის ახალ მუზეუმში). ბიუსტი ეკუთვნის სკულპტორ ჯუტმოსს და ნაპოვნი იყო მის სახელოსნოში. ბიუსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ ის დოკუმენტური ფაქტია ძველ ეგვიპტელთა წარმოდგენებზე რეალისტურ სახის პროპორციებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jürgen von Beckerath, Chronologie des Pharaonischen Ägypten. Philipp von Zabern, Mainz, (1997), p.190