ნანა ჯორჯაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანა ჯორჯაძე

ნანა ჯორჯაძე
დაბადების სახელი ნანა ჯორჯაძე
დაბადების თარიღი 24 აგვისტო, 1948 (1948-08-24) (75 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ სსრკ
საქმიანობა რეჟისორი
მსახიობი
სცენარისტი
აქტიური 1978 - დღემდე
ჯილდოები

ოქროს ვიდეოკამერა

1986 — რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა

ნანა ჯორჯაძე (დ. 24 აგვისტო, 1948, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. 1966 წელს მუსიკალური სკოლა დაასრულა, ხოლო 1972 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურაში რამდენიმეწლიანი კარიერის შემდეგ 1980 წელს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაერიცხა. მისი სამსახიობო დებიუტი მოხდა 1977 წელს ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად თემებზე“, ხოლო რეჟისორის სახით — 1979 წელს ფილმით „მოგზაურობა სოპოტში“. მისმა 1987 წლის ფილმმა „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს ვიდეოკამერა“ მიიღო, და ამასთან კრიტიკოსთა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

1990-იანებში ის საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996), რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმი გახდა ოსკარის ნომინაციით. იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ფესტივალზე „ხიდი: ციურიხი–თბილისი“ ქ. ციურიხში.

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროდიუსერი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი მხატვარი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კათოლიკური ეკლესიის პრიზი, ფილმისთვის „მოგზაურობა სოპოტში“
  • 1966: „Fipresci“ კინოკრიტიკოსების საერთაშორისო პრიზი, ფილმისთვის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“
  • 1966: „Quinzeine des dealisateurs“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ფილმისთვის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“
  • 1979: ექსპერიმენტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი(ტალინი), გრან-პრი ფილმისათვის „ატლანტი“
  • 1980:კინოკლუბების საერთაშორისო პრიზი, ფილმისთვის „მოგზაურობა სოპოტში“
  • 1986: კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, „ოქროს კამერა“ ფილმისთვის „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“
  • 1986: კიოტოსა და მონრეალის კინოფესტივალის, ჩიკაგოს Wihitte Country Film Festival-ის პრიზები, ფილმისთვის „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“
  • 1986: რუსეთის კინოაკადემიის პრიზი „Ника“, ფილმისთვის „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]