ნამპულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ნამპულა
პორტ. Nampula


ნამპულის კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
დაქვემდებარება ქალაქი
პროვინცია ნამპულის პროვინცია
კოორდინატები 15°07′00″ ს. გ. 39°15′00″ ა. გ. / 15.11667° ს. გ. 39.25000° ა. გ. / -15.11667; 39.25000
დაარსდა 1919
ამჟამინდელი სტატუსი 1956
ფართობი 320 კმ²
ცენტრის სიმაღლე 360
მოსახლეობა 477 900 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ნამპულა — მოზამბიკი
ნამპულა

ნამპულა (პორტ. Nampula) — ქალაქი მოზამბიკში. ნამპულის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ნამპულა მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 360 მეტრ სიმაღლეზე[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა მოზამბიკში პორტუგალიური ბატონობის პერიოდში და ნიასის კოლონიის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქის სტატუსი მან 1956 წელს მიიღო. ქალაქის ცენტრი მოცულია XX საუკუნის პორტუგალიური კოლონიალური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითებით, რომელთა შორისაც გამოიყოფა კათოლიკური ეკლესია „de Nosa Senhora da Conceicao“.

1996 წელს ქალაქში გაიხსნა მოზამბიკის კათოლიკური უნივერსიტეტი (UCM).

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა — 477 900 ადამიანი (2007 წლის აღწერის მონაცემები), ამ მონაცემით ის სიდიდით მესამეა ქვეყანაში — მაპუტუსა და მატოლას შემდეგ.

წელი მოსახლეობა
1970 126 126
1997 314 965
2007 477 900

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამპულა ჩრდილოეთ მოზამბიკის უმსხვილესი ეკონომიკური ცენტრია, მისი მრეწველობითა და საბანკო საქმით. ნამპულის ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ქალაქის მიმდებარე რაიონებში, პლანტაციებში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბამბა, ბოსტნეული კულტურები, სიმინდი, არაქისი და ყავა) მოყვანასა და გადამუშავებასთან.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნამპულაზე გადის სარკინიგზო გზა ნაკალა-ლიშინგა, რომელიც აფრიკის ღრმა რაიონებს აკავშირებს პორტებსა და ინდოეთის ოკეანესთან. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nampula, Mozambique Page. Fallingrain Global Gazetteer. ციტირების თარიღი: 2014-01-29.